|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რუსული გავლენა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიაზე"

  

საზოგადოებრივი პროექტის damoukidebloba.com-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში თავმოყრილია ის არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, რომლებიც,  კვლევის ავტორების შეფასებით, პრორუსული რიტორიკით გამოირჩევიან.  ავტორები ორ ორგანიზაციას გამოყოფენ - „ევრაზიის ინსტიტუტსადაევრაზიული არჩევანს“.  ხაზგასმულია ის გარემოება, რომ თითოეული ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი პარალელურად სხვა ორგანიზაციის ხელმძღვანელებიც არიან.

 მაგალითად, „ევრაზიის ინსტიტუტისმიერ დაფუძნებულიაახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბიდასახალხო მოძრაობა ქართულ-რუსული დიალოგისა და თანამშრომლობისთვის“.

ინსტიტუტის პარტნიორები არიან ააიპისტორიული მემკვიდრეობა“, რომელმაც თავის მხრივ მედია-გამოცემასაქართველო და მსოფლიო“ (Geworld.ge) დააფუძნა.

 „ევრაზიის ინსტიტუტისპარტნიორებს შორისაა აგრეთვე საინფორმაციო პორტალები  „საქინფორმიდაივერიონი“. „ევრაზიის ინსტიტუტის" დამფუძნებელი გულბაათ რცხილაძე ყოფილ სახალხო დამცველთან ნანა დევდარიანთან ერთად არისკავკასიური თანამშრომლობისდამფუძნებელი. თავის მხრივ ნანა დევდარიანი რამდენიმე ორგანიზაციის დამფუძნებელიცაა, მათ შორისაა  „გლობალური კვლევების ცენტრიდა  „სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა“. 

ორგანიზაციაევრაზიულ არჩევანსარჩილ ჭყოიძე ხელმძღვანელობს. მისი დაფუძნებულიაერეკლე მეორის საზოგადოებაც“, რომელიც ასევე  პრო-რუსული რიტორიკით გამოირჩევა. არჩილ ჭყოიძეს ყველაზე ხშირად ციტირებენ რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები. „ევრაზიულ არჩევანსაქვს საკუთარი ინტერნეტ ტელევიზიაცპატრიოტი TV”.


ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციების აქტიურობა ორი მიმართულებით ხორციელდება, თუევრაზიული ინსტიტუტიძირითადად ანალიტიკური საქმიანობით, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზებით არის დაკავებული, „ევრაზიული არჩევანიუფრო პროაქტიულ საზოგადოებრივ საქმიანობას ეწევა და სხვადასხვა აქციებსა და დემონსტრაციებს მართავს

აღნიშნული ორგანიზაციებიდან არც ერთს საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ აქვს დაფინანსების წყაროები. თუმცა რამდენიმე რუსულ ფონდს ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაციები  პარტნიორების სიაში თავად ჰყავს შეყვანილი მათ შორისაა  ევრაზიული კავშირისა და რუსეთის აგრესიული ექსპანსიური პოლიტიკის იდეოლოგის, ალექსანდრ დუგინის ორგანიზაციასაერთაშორისო ევრაზიული მოძრაობა”, რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაცია“Русский Мир” 


საქართველოში აქტიურად მუშაობსგორჩაკოვის ფონდიც“, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის განკარგულების საფუძველზე შეიქმნა, მისი მრჩეველთა საბჭოს წევრი კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვია. „გორჩაკოვის ფონდმასაქართველოში დააფუძნა რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრი, რომელსაც ისტორიკოსი ზაზა აბაშიძე ხელმძღვანელობდა.


ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა