|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დეპუტატის სახელით წართმეული საკუთრება საირმეში

იძულების წე­სით წარ­თმე­უ­ლი სა­კუთ­რება, შე­მო­სავ­ლის გა­რე­შე დარ­ჩე­ნი­ლი ოჯახები, ძა­ლოვ­ნებისა და სახელ­მწი­ფოს­გან და­ში­ნებული მე­სა­კუთ­რეები და  წარ­თმე­უ­ლის დაბრუ­ნების მო­უ­ლოდ­ნე­ლი იმე­დი - ამ­გვარ რე­ა­ლობაში ის ადა­მი­ა­ნები ცხოვ­რობენ,  რო­მელ­თა კუთ­ვნი­ლი ფარ­თი თუ შე­ნობა-ნა­გებობა სახელ­მწი­ფომ ბალ­ნე­ო­ლო­გი­ურ კუ­რორტ „სა­ირ­მის"  რეაბილი­ტა­ცი­ის დროს  მი­ი­სა­კუთ­რა.

კუ­რორ­ტი „სა­ირ­მე" ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ქა­ლაქ ბაღ­და­თი­დან დაახლოებით 30 კი­ლო­მეტ­რში  მდებარეობს. მი­სი რეაბილი­ტა­ცია 2011 წელს და­იწყო და 2013 წლის ბოლომ­დე უნ­და დას­რულ­დეს. თუმ­ცა რეაბილი­ტა­ცი­ის პრო­ცე­სის დაწყებამ­დე სახელ­მწი­ფომ მო­სამ­ზა­დებელი სა­მუ­შა­ოები ჩა­ა­ტა­რა, რაც სა­ირ­მე­ში, კერ­ძო მე­სა­კუთ­რე­თა ქო­ნების და­უფ­ლებაში გა­მოიხატა. და­ზა­რა­ლებულები ძი­რი­თა­დად ბაღ­დათ­ში მცხოვ­რები პი­რები არი­ან.

მათ­თვის სა­კუთ­რების წარ­თმე­ვა ძი­რი­თა­დად ერ­თი სცე­ნა­რით ხდებოდა, რა­საც სახელ­მწი­ფო ძა­ლოვ­ნების სა­შუ­ა­ლებით ახორ­ცი­ე­ლებდა.  კერ­ძოდ,  მე­სა­კუთ­რე­ეებს ქუ­თა­ის­ში, პო­ლი­ცი­ის მე­ო­რე განყოფი­ლებაში იბარებდნენ, სა­დაც მათ საქ­მის ვი­თა­რებას აც­ნობდნენ და წი­ნას­წარ  გამ­ზა­დებულ ხელ­შეკ­რუ­ლებას ახვედ­რებდნენ. იმ  შემთხვე­ვა­ში, თუ მე­სა­კუთ­რე ძა­ლოვ­ნებს შე­ე­წი­ნა­აღ­მდე­გებოდა და ხელ­შეკ­რუ­ლებაზე ხელის მო­წე­რა­ზე უარს გა­ნაცხადებდა, მა­შინ პრო­კუ­რო­რი მას სა­კუ­თა­რი, ოჯახის წევ­რების უსაფრთხოებით ან კი­დევ წამ­ლის ჩა­დებით ემუქ­რებოდა.

სახელ­მწი­ფოს­გან და­ზა­რა­ლებული მო­ქა­ლა­ქეების განცხადებით, ქუ­თა­ის­ში, პო­ლი­ცი­ის განყოფი­ლებაში ისი­ნი პრო­კუ­რორ კახა სვა­ნი­ძეს ხვდებოდ­ნენ, რო­მე­ლიც დი­რექ­ტი­ვებს ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლებით, მათ­თვის უც­ნობი პი­როვ­ნების­გან იღებდა. და­ზა­რა­ლებულები ვა­რა­უ­დობენ, რომ დი­რექ­ტი­ვებს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყოფი­ლი მაჟორი­ტა­რი და ახალი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტის დე­პუ­ტა­ტი თე­მურ კოხოძე გას­ცემ­და.

შაქ­რო ფე­რა­ძე  ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ პირ­ველ ფერ­სათ­ში ცხოვ­რობს. კუ­რორ­ტზე 22 წლის გან­მავ­ლობაში მუ­შაობდა. ფე­რა­ძე სა­პა­რიკ­მახეროს ფლობდა, რო­მე­ლიც შვი­ლის სახელ­ზე ჰქონ­და გა­ფორ­მებული. 3  წლის წინ მე­სა­კუთ­რეს უთხრეს, რომ მი­სი ობიექ­ტი სახელ­მწი­ფოს სჭირ­დებოდა და უნ­და და­ეთ­მო. რად­გან ობიექ­ტის კა­ნო­ნი­ე­რი მფლობელი, ფე­რა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი, ქვეყანა­ში არ იმყოფებოდა. ძა­ლოვ­ნებმა „ი­მარჯვეს" და მინ­დობილობა მი­სი მე­უღ­ლის სახელ­ზე გა­ა­კე­თეს. ფე­რა­ძის სი­ძე ქუ­თა­ის­ში, პო­ლი­ცი­ის მე­ო­რე განყოფი­ლებაში დაიბარეს, სა­დაც უთხრეს, რომ ხელ­შეკ­რუ­ლებისათ­ვის ხელი უნ­და მო­ე­წე­რა.

„3 წლის წინ, ზამ­თრის პე­რი­ო­დი იყო, რო­დე­საც სახელ­მწი­ფომ ჩე­მი ქო­ნება იჩუ­ქა. კუ­რორ­ტზე რომ ავე­დი, ობიექ­ტის რღვე­ვა დაწყებული ქონ­დათ. სა­კე­ტები დამ­ტვრე­უ­ლი იყო. იმ­დე­ნი სახლი დაწ­ვეს და და­ან­გრი­ეს... მას შემ­დეგ და­მე­მარ­თა გუ­ლის ავადმყოფობა. რაც მქონ­და, ჩე­მი მქონ­და. გა­და­სახადების­გან გა­თა­ვი­სუფ­ლებული ვიყავი, მხოლოდ კო­მუ­ნა­ლუ­რები უნ­და გა­და­მეხადა.  მუ­შაობას და იქ ყოფ­ნას  მიჩ­ვე­უ­ლი ვიყავი.  ჩე­მი სი­ძე იძუ­ლებული გახდა საბუთებზე  ხელი მო­ე­წე­რა. მი­ზე­ზი რომ ჰკითხა, უთხრეს, ასე გვაქვს და­ვა­ლებული­ო. შე­იძ­ლება სუ­ლაც მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ყოფილ­მა დე­პუ­ტატ­მა და­ა­ვა­ლა, ასე გა­ა­კე­თე­თო. იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ახლა არა­ფე­რი არის. ჩე­მი მი­წა ვერ გა­მოიყენეს," - ამბობს შაქ­რო ფე­რა­ძე.

შაქ­რო ფე­რა­ძის სი­ძე მომხდა­რის შე­სახებ საჯაროდ არ საუბრობს. თუმ­ცა ამბობს, რომ პო­ლი­ცი­ის განყოფი­ლებაში „ბარი­გობის აკი­დებითა" და შვი­ლების უსაფრთხოებით და­ე­მუქ­რნენ, რის გა­მოც რის­კზე წას­ვლა არ უღირ­და.

ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ დიმ­ში მცხოვ­რები რა­მაზ გრძე­ლი­ძეც ერთ-ერ­თი და­ზა­რა­ლებული­ა. ის კუ­რორ­ტზე 15 წლის გან­მავ­ლობაში მუ­შაობდა.  გრძე­ლი­ძის  კუთ­ვნი­ლი მი­წა მას­ზე არ­სებული სა­ვაჭ­რო ობიექ­ტით 2011 წელს  სახელ­მწი­ფომ წა­ი­ღო.

„პო­ლი­ცი­ის განყოფი­ლებაში რომ მი­ვე­დი, ყვე­ლა დო­კუ­მენ­ტი გამ­ზა­დებული და­მახვედ­რეს და წა­კითხვა ვინ გა­ცა­და, ისე მო­მა­წე­რი­ნეს ხელი. მი­ზე­ზად მითხრეს, რომ ობიექ­ტი მათ უნ­დო­დათ. იქ­ვე გან­მი­მარ­ტეს, რომ ნებით თუ მივ­ცემ­დი, გა­ით­ვა­ლის­წი­ნებდნენ და და­მა­საქ­მებდნენ, თუ არა­და პრობლე­მები შე­მექ­მნებოდა. რად­გან ობიექ­ტი ჩე­მი იყო და ვჩუქ­ნი­დი, და­საქ­მებას კი დამ­პირ­დნენ, მაგ­რამ მე­რე კა­ციშ­ვილს არ მო­უ­კითხავს. დე­პუ­ტა­ტი ჩვე­ნი უფ­ლებების დამ­ცვე­ლი უნ­და ყოფი­ლიყო, თუმ­ცა ასე არ მოხდა.  თე­მურ კოხოძის არის ყვე­ლა­ფე­რი სა­ირ­მე­ში. ადა­მი­ა­ნი სიტყვას რომ იტყვის, ხომ უნ­და შე­ას­რუ­ლოს.  ჩემს ობიექ­ტზე იმ­დენს რომ ვერ ვშო­უ­ლობდი, ოჯახი მერ­ჩი­ნა, ამი­ტომ დავ­თანხმდი გასხვი­სებას. ახლა სა­მუ­შა­ოს გა­რე­შე რომ დავ­რჩი, ცოლ-შვილ­მა მი­მა­ტო­ვა," - ამბობს რა­მაზ გრძე­ლი­ძე.

ბაღ­დათ­ში მცხოვ­რები მე­რაბ ბასი­ლა­ძეც ერთ-ერ­თი და­ზა­რა­ლებული­ა, რომ­ლის და­სას­ვე­ნე­ბელი სახლი სახელ­მწი­ფომ იჩუ­ქა. ბასი­ლა­ძეს კუ­რორ­ტზე ერ­თსარ­თუ­ლი­ა­ნი, 30 სა­წოლ­ზე გათ­ვლი­ლი და­სას­ვე­ნებელი სახლი ჰქონ­და. სა­კუთ­რების დათ­მობის სა­ნაც­ვლოდ მას ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფარ­თით დაკმყოფი­ლებასა და ახალი შე­ნობის აშე­ნებას და­პირ­დნენ, თუმ­ცა ბასი­ლა­ძე ამ დრომ­დე და­პი­რების შეს­რუ­ლების მო­ლო­დი­ნშია. მი­სი თქმით, ოჯახი კუ­რორ­ტი­დან მი­ღებულ შე­მო­სა­ვალ­ზეა და­მო­კი­დებული. შე­საბამი­სად,  წლი­დან წლამ­დე სა­ირ­მის სე­ზონ­სა და დამ­სვე­ნებლებს ელო­დებიან.

რო­გორც მე­რაბ ბასი­ლა­ძე ამბობს, ახალი სახლის აშე­ნებამ­დე, მას დროებით, სა­ირ­მე­ში მდებარე ძველ სა­ნა­ტო­რი­უმ „ი­მე­რეთ­ში" 5 სა­წო­ლი მის­ცეს. მე­სა­კუთ­რე­სა და  ბაღ­და­თის ყოფილ მაჟორი­ტარ თე­მურ კოხოძეს შო­რის სიტყვი­ე­რი შე­თანხმების მიხედ­ვით, ამ უკა­ნას­კნელს ბასი­ლა­ძი­სათ­ვის კუ­რორ­ტზე, სხვა ად­გი­ლას ახალი შე­ნობა უნ­და აე­გო, შა­ვი „კარ­კა­სით" და მე­სა­კუთ­რი­სათ­ვის გა­და­ე­ცა. მო­სა­პირ­კე­თებელ სა­მუ­შა­ოებსაც თა­ვი­სი ხარჯებით გა­ნახორ­ცი­ე­ლებდა და ბასი­ლა­ძეს დას­რუ­ლებულ სახლს გა­დას­ცემ­და.

მე­სა­კუთ­რე მი­სი კუთ­ვნი­ლი ქო­ნების წარ­თმე­ვის დე­ტა­ლებს იხსე­ნებს და ამბობს, რომ რო­დე­საც პო­ლი­ცი­ა­ში დაიბარეს, მის­თვის უკ­ვე ცნობილი იყო, რის­თვი­საც იბარებდნენ.

„მა­ნამ­დე პო­ლი­ცი­ა­ში სხვები იყვნენ.  პრო­კუ­რო­რი კახა სვა­ნი­ძე ყვე­ლა დი­რექ­ტი­ვას ტე­ლე­ფო­ნით იღებდა. არ ვი­ცი, ვინ უკავ­შირ­დებოდა. ალბათ, თე­მურ კოხოძე იყო. სვა­ნი­ძემ მითხრა, რომ სახელ­მწი­ფოს სჭირ­დებოდა ჩე­მი კუთ­ვნი­ლი ქო­ნება და უნ­და მე­ჩუ­ქებინა. მე  უა­რი რომ ვუთხარი, მი­პა­სუხა, დარ­ღვე­ვები გაქ­ვსო. მე ვუთხარი, დარ­ღვე­ვები თუ არის, მე და­მი­ჭი­რეთ და ჩემს შვი­ლებს შე­უ­ნარ­ჩუ­ნეთ ეს სახლი-თქო. შემ­დეგ გა­რეთ გა­ვი­და, ტე­ლე­ფონ­ზე და­რე­კა და 15 000 ლა­რი შე­მომ­თა­ვა­ზა. ამა­ზეც უა­რი ვუთხარი. მაგ ციფრს კი­დევ ერ­თი ნო­ლი რომ მი­უ­მა­ტოთ, მა­ინც არ დავ­თმობ-მეთ­ქი. ისევ და­რე­კა და გა­მაფრთხილა, ამ შე­მო­თა­ვა­ზებაზეც თუ უარს იტყვი, სხვა­ნა­ი­რად მოგ­ვი­წევს ლა­პა­რა­კი­ო. ამიხსნა, რომ ჩე­მი ობიექ­ტი აუ­ცი­ლებლად უნ­და დან­გრე­უ­ლიყო. ისიც მითხრა, რომ სა­ნაცვ­ლოდ ალ­ტერ­ნა­ტი­ულ ფართს მი­ვი­ღებდი და  ამის გა­რან­ტი მე ვიქ­ნებიო.­ მე ვუთხარი, რომ სიტყვი­ერ გა­რან­ტი­ას ვერ დავჯერ­დებოდი და და­ე­წე­რა, რა­ზეც მი­პა­სუხა, ვე­რა­ფერს დავ­წერ, რად­გან მე პრო­კუ­რო­რი ვა­რო. საბოლო­ოდ, იძუ­ლებული გამხადეს მათ პი­რობებზე  ხელი მო­მე­წე­რა," - ამბობს მე­რაბ ბასი­ლა­ძე.

მე­სა­კუთ­რის თქმით, ობიექ­ტის სა­ნაც­ვლოდ მას მი­წა ნამ­დვი­ლად გა­მოუყვეს, მაგ­რამ სა­კუთ­რებაში არ და­უმ­ტკი­ცებიათ. გარ­და ამი­სა, ად­გილ­ზე სამ­შე­ნებლო მა­სა­ლებიც მი­ი­ტა­ნეს და ობიექ­ტი გა­სუ­ლი წლის ივ­ნი­სის ბოლოს­თვის უნდა ჩაებარებინათ. თუმ­ცა და­პი­რება და­პი­რებად რჩება. ობიექ­ტი თე­მურ კოხოძეს უნ­და აე­შე­ნებინა, მაგ­რამ  „კოხოძეს იმ­დე­ნი ემ­ტე­რება, ალბათ სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვებს,"- ამბობს ბასი­ლა­ძე.

იმ მე­სა­კუთ­რეების­გან განსხვავებით, რომ­ლებიც სა­კუთ­რების წარ­თმე­ვა­ზე ახლა უკ­ვე ღი­ად საუბრობენ, რჩებიან ადა­მი­ა­ნები, რომ­ლებმაც სა­კუთ­რება ანა­ლო­გი­უ­რი მი­ზე­ზი­თა და სცე­ნა­რით და­კარ­გეს, თუმ­ცა, დუ­მილს არ­ჩე­ვენ. მა­გა­ლი­თად, და­სას­ვე­ნებე­ლი სახლებისა და  სხვა­დასხვა და­ნიშ­ნუ­ლების ობიექ­ტების გარ­და, ერთ-ერთ მე­სა­კუთ­რეს რეს­ტო­რა­ნი და­ათ­მობინეს, თუმ­ცა და­ზა­რა­ლებულ­მა ამის შე­სახებ საუბარი არ ისურ­ვა.

ქო­ნების წარ­თმე­ვის გარ­და, სახელ­მწი­ფო გარ­კვე­ულ მე­სა­კუთ­რეებს კუთ­ვნილ ქო­ნებას უყადა­ღებდა. ამ დრო­ის­თვის არ­სებული მო­ნა­ცე­მებით, კუ­რორტ „სა­ირ­მის" რეაბილი­ტა­ცი­ამ 35-მდე ოჯახი და­ა­ზა­რა­ლა. თუმ­ცა სა­ირ­მის შემთხვე­ვა ერ­თა­დერ­თი არ არის და მსგავს ქმე­დებას სახელ­მწი­ფო ხში­რად  მი­მარ­თავ­და სხვა­დასხვა ქა­ლაქ­ში მიმდინარე  რეაბილი­ტა­ცი­ის დროს. მა­გა­ლი­თად,  ად­ვო­კა­ტების­გან ცნობილი­ა, რომ ანაკ­ლი­ა­ში მო­ქა­ლა­ქეების­გან წარ­თმე­უ­ლი მი­წები სახელ­მწი­ფომ მსხვილ ბიზ­ნეს­მე­ნებს მიყიდა. კერ­ძო მე­სა­კუთ­რეები და­ზა­რალ­დნენ სიღ­ნაღ­ში, მეს­ტი­ა­სა და სხვა ქა­ლა­ქებში.

ამ ეტაპ­ზე სა­კუთ­რების უფ­ლების დაც­ვის კუთხით მო­მუ­შა­ვე ორ­გა­ნი­ზა­ციები სა­კუთ­რებაწარ­თმე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქეების საქ­მეებს აგ­რო­ვებენ. ორ­გა­ნი­ზა­ციები მო­პო­ვებულ მა­სა­ლებს იმ სა­გა­მო­ძიებო კო­მი­სი­ას გა­დას­ცე­მენ, რო­მე­ლიც ახალი მოწ­ვე­ვის პარ­ლა­მენ­ტში უნ­და შე­იქ­მნას. რო­გორც იუ­რის­ტები გან­მარ­ტა­ვენ, სა­მარ­თლებრი­ვი კუთხით სახელ­მწი­ფოს მი­ერ ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დება და მი­სი თან­მდე­ვი პრო­ცე­სი უკა­ნო­ნო­ა. იმ შემთხვე­ვა­ში, თუ კერ­ძო პი­რის ქო­ნება გასხვი­სებული­ა, სახელ­მწი­ფომ კომ­პენ­სა­ცია უნ­და გა­ი­ღოს. მაგ­რამ თუ ქო­ნება სახელ­მწი­ფოს სა­კუთ­რებაში რჩება,  მე­სა­კუთ­რეს მი­სი დაბრუ­ნების შან­სი აქვს.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა