მთავარი მიზანი უკვე მიღწეულია, ამ თემამ გამოხმაურება ჰპოვა - ნოდო სიხარულიძე „მეგობარი აქტის“ გეოგრიფზე
მთავარი მიზანი უკვე მიღწეულია, ამ თემამ გამოხმაურება ჰპოვა, - განაცხადა ნიუპრესთან საუბრისას ქუთაისელმა აქტივისტმა ნოდო სიხარულიძემ ანაკლიაში მეგობარი აქტის" 380-მეტრიანი გეოგლიფის გამოსახვასთან დაკავშირებით, რასაც გარემოს დაცვის სააგენტოსგან ახსნა-განმარტებისთვის დაბარება მოყვა.
სიხარულიძის თქმით, დაურეკეს აქტივისტ როსტო ზარანდიას, რომელთან ერთადაც გეოგლიფის შექმნაში მონაწილეობდა გარემოს დაცვის დეპარტამენტიდან დაურეკეს და ნაყოფიერი მიწის ზედაპირის დაზიანებაში დაადანაშაულეს. როგორც სიხარულიძე აცხადებს, მათ საძოვრები არ დაუზინებიათ და პირიქით იმ ადგილზე თეთრი სამყურას დათესავას აპირებენ, რაც რძის წარმოებაში უკეთეს შედეგს იძლევა.
„ჩვენი გათვლა იყო ის, რომ საერთაშორიოსო აქტორებამდე მისულიყო ქართველი ხალხის პროდასავლური და პროამერიკული ხმა, ყოფილიყო გრანდიოზული ვიზიალური ეფექტი. ამ მიზნით მინდორი, საძოვარი დავამუშავეთ ნაწილობრივ, ოღონდ ჩვენ არ დაგვიზიანებია ნაყოფიერი ფენა, რაზეც ეს ე.წ. გარემოს დამცველი ოფისი მიუთითებს. ძალიან ზედაპირულად მოხდა დამუშავება, თუ შემდეგი ჩარევა არ მოხდება, ის ძალიან მალე თავდაპირველ ვიზიალურ ფორმას დაიბრუნებს. თუ დაგვცალდა და ხელი არ შეგვიშალეს, ჩვენ აქ ვაპირებთ თეთრი სამყურას დათესვას, რომელსაც ძალიან ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, რძის პროდუქტების წარმოებისთვის ჩვეულებრივ ბალახზე უკეთესია. თუ ხელი შეგვიშშალეს, მაშინ რას ვიზამთ, მთავარი მიზანი უკვე მიღწეულია, ამ თემამ გამოხმაურება ჰპოვა", - განუცხადა სიხარულიძემ „ნიუპრესს“.
რაც შეეხება გარემოს დაცვის ოფისის გამოხმაურებას, ნოდო სიხარულიძე ფიქრობს, რომ მათი სურვილია ბოდიშის მოხდა აიძულონ.
„უნდათ ბოდიში მოგვახდევინონ, დაგვარცხვინონ, რომ ამით ჩვენს პერფორმანს ხიბლი დაუკარგონ, მე მგონი, ეს არ გამოუვათ და კონტრპროდუქტიული იქნება მათთვის. ამას თუ მოყვა ჩვენს მიმართ რეპრესიები, თავისთავად ჩვენს მიმართ სოლიდარობაც გაძლიერდება. მოლოდინი მაქვს, რომ დასავლური აქტორებიც არ დააყოვნებენ და რეაქციაც ექნებათ“, - უთხრა სიხარულიძემ ნიუპრესს.
ცნობისთვის, აქტივისტებმა როსტო ზარანდიამ და ნოდო სიხარულიძემ, ანაკლიაში "მეგობარი აქტის" 380-მეტრიანი გეოგლიფი გამოსახეს,მ ინიციატივის მიზანი „მეგობარი აქტის" მნიშვნელობაზე ხაზგასმა იყო. ანაკლიის პერფორმანს საზოგადოებაში დიდი მოწონება მოყვა. მას გამოეხმაურა ამერიკელი კონგრესმენი ჯო ვილსონიც.
ავტორი:





16:29
18:25
15:07
12:11
















