თურქეთში 600-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
                                                                                                                    
                თურქეთის პოლიციამ 600-ზე მეტი ადამიანი დააკავა, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციებთან არიან დაკავშირებულები. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა აჰმათ დავუთოღლუმ განაცხადა.
 "ამ დროისთვის, ოპერაციის მსვლელობისას, რომელიც ქვეყნის 22 პროვინციაში ტარდება, 600-მდე ადამიანია დაკავებული, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან სამ ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში და პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენენ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის", - განაცხადა პრემიერმა. 
ქვეყნის მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით, პარასკევს თურქეთის უსაფრთხოების ორგანოებმა "ისლამური სახელმწიფოს" ქურთთა მუშათა პარტიისა და რევოლუციური სახალხო-განმათავისუფლებელი პარტიის - ფრონტის წინააღმდეგ ანტიტერორისტული ოპერაცია დაიწყეს.
        
ავტორი: ნიუპრესი





18:30
16:36
10:58
23:12
12:36
















