საავადმყოფოში ჩამონგრეულ ჭერს პაციენტები ძლივს გადაურჩნენ
"ნიუპრესს" მოქალაქე დაუკავშირდა და თბილისის ერთ–ერთ საავადმყოფოში მომხდარის შესახებ უამბო. როგორც, ინდირა გავაშელაშვილმა აღნიშნა, ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში ყოფნისას, ისედაც ურთულეს მდგომარეობაში მყოფი მისი შვილი მოულოდნელ საფრთხეს ძლივს გადაურჩა. ინდირა გავაშელაშვილის განცხადებით,
6 თვის დავით ლომინეიშვილს ექიმებმა ტრაქეის სტენოზი დაუდგინეს, რის გამოც მას დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეუძლია, ამიტომ სასწრაფოდ სჭირდება ოპერაცია. იქამდე კი საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობას. ერთ დღეს მოულოდნელად საავდმყოფოს სახურავი გადაეხადა და ოთახის ჭერი ჩამოინგრა, რამაც ავადმყოფ ბავშვს პრობლემები შეუქმნა.
მიმღების დასახელება: Davit Lomineishvili
ანგარიშის ნომერი: GE04BG0000000787296000
ავტორი: ანი ლიპარიშვილი