|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აფხაზეთიდან დევნილი „მასტერის“ ქუთაისური ცხოვრება

  მურთაზ ბებია, იგივე „მასტერი“ 20 წელია ქუთაისში ახალგაზრდებს  “კიკ ბოქსინგში“ ავარჯიშებს. ამ ხნის მანძილზე მან არაერთი წარმატებული სპორტსმენტი აღზარდა. ერთ-ერთი მათგანი ავთანდილ ხურციძეა. დღეს, მსოფლიო ჩემპიონი, პროფესიულ კრივში, ამერიკაში იმყოფება.

„ნიუპრესი“ "მასტერს" სპორტდარბაზში ეწვია.

   ზურაბ ბებია, იგივე მასტერი კლუბ „იმედის“-ს პრეზიდენტია, არის კიკ ბოქსისა და ტაი-ბოქსის მთვარი მწვრთნელი და ორთაბრძოლების ინსტრუქტორი. ქუთაისში კლუბს „იმედი“ 1994 წლიდან ხელმძღვანელობს. აფხაზეთიდან დევნილი მწვრთნელი საკუთარ თავზე მეტ დროს აღსაზრდელებს უთმობს.

„ჩვენთან საკმაოდ ბევრი ახალგაზრდა ვარჯიშობს. ამ ეტაპზე 60-მდე ახალგაზრდას ვავარჯიშებ. საკმაოდ მონდომებული ბავშვები არიან. გვყავს  მოყვარულებიც და რა თქმა უნდა, ჩემპიონებიც. მიდგომა ყველასთან ერთნაიარია. ადრე გოგონებიც გვყავდა, მაგრამ პირობების არქონის გამო ახლა აღარ ვიღებ",- ამბობს მასტერი.

მის მიერ აღზრდილი სპორტსმენები წარმატებით ასპარეზობენ სხვადასხვა ჩემპიონატებზე.  ის წვრთნიდა ისეთ სპორტსმენებს, როგორებიც არიან პაპუნა მარგველაშვილი - მსოფლიო ჩემპიონი პროფესიულ კიკ-ბოსქინგში, "შავი ქამრის" მფლობელი  და ევრაზიის ჩემპიონი, ჯაბა ონიანი- მსოფლიო და სამგზის საქართველოს ჩემპიონი, საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული. დალი გოგოხია - საქართველოს ჩემპიონი, გიორგი გიორგაძე- საქართველოს და ევრაზიის ჩემპიონი და კიდევ მრავლი სხვა. მისმა სპორტსმებმა წარმატებით იასპარეზეს გასულ წელს შავი ზღვის საერთაშორისო ტურნირში, საქართველოს საერთაშორისო ტურნირში „თბილისის თასი“ და საქართველოს ჩემპიონატში და ასე შემდეგ. მისი აღზრდილია მსოფლიო ჩემპიონი  პროფესიულ კრივში ავთანდილ ხურციძე. "ავთანდილი ძალიან მონდომებული იყო. ბევრს ვარჯიშობდა, შრომობდა. შრომისმოყვარეობა ყველა სფეროში და მათ შორის სპორტშიც აუცილებელია. ავთანდილ ხურციძე შვილივითაა ჩემთვის“, - ამბობს "მასტერი".  

  წელს მისი კიდევ ერთი აღსაზრდელი ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. 16 წლის ონისე სოსელია 51 კილოგრამით წონით კატეგორიაში იასპარეზებს. მომავალი ბრძოლისთვის პატარა მებრძოლი აქტიურად ემზადება. ჩემპიონატზე გამგაზრებამდე ჩვენ მასაც გავესაუბრეთ: “აქტიურად ვვარჯიშობთ, ყოველდღე. ვიცი, რომ გამარჯევბა იოლი არ იქნება, მაგრამ "მასტერის" დახმარებით შევეცდები წარმატებით ვიასპარეზო და ვასახელო ჩემი ქალაქი და ქვეყანა", - აღნიშნა ონისე სოსელიამ. 

 

  დარბაზი, სადაც სპორტსმენები ვარჯიშობენ, სავარჯიშო პირობებს სრულებითაც ვერ აკმაყოფილებს.  თუმცა, "მასტერი" და მისი აღსარდელები განახლებული სპორტდარბაზის მოლოდინში ყოველდღე მიდიან სავარჯიშოდ. ჩამოშლილი კედლები და ჩავარდნილი იატაკი სპოტრსმენებს წარმატებების მიღწევაში ხელს  არ უშლის. ამას გასული წლის შედეგებიც ადასტურებს. 

 

ავტორი: ანა ჯიქია