|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დავიდ ბოქსე: "აქ უამრავ საოცარ ადამიანს შევხვდი"

იტალიელმა მხატვარ  - გრაფიკოსმა დევიდ ბოქსემ ქუთაისში, გაბაშვილის "გორის პარკში" ერთ-ერთი კედელი მოხატა. იტალიელმა ხელოვანმა ნამუშევრის შესაქმნელად მელნისფესი, ღია მწვანე, ცისფერი, თეთრი და შავი საღებავები გამოიყენა. როგორც ის ამბობს, აბსტაქციის შესაქმენად  "ბაგრატის ტაძრის" ფერები აიღო. დავიდი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს. ამჯერად ის "ნიუპრესის" სტუმარია. 


- გავაცნოთ თქვენი თავი მკითხველს

 - ჩემი ნამდვილი სახელი არის დავიდი, მაგრამ როგორც მხატვარი, ცნობილი ვარ Boxe ან Boxir. ხატვა 16 წლის წინ დავიწყე, 1999 წელს. მე ჩრდილოეთ იტალიიდან ვარ, ბრესიკას  პროვინციიდან. წლების განმავლობაში  მხოლოდ ფერწერს ვუთმობდი დროს, მერე დავიწყე მოგზაურობა სხვადასხვა ქვეყნებში და გრაფიული წარწერების გაკეთება.  

 - როდიდან დაიწყეთ მოგზაურობა?

 - 2007 წლიდან აქტიურად ხატავ მთელს მსოფლიოში, დაწებული დაწყებული ევროპის დედაქალაქებიდან.  დავდივარ აშშ-ს  აღმოსავლეთ და დასავლეთ სანაპიროზესამხრეთ ამერიკაში,  ვიყავი ჩრდილოეთ აფრიკაში და ცოტა ხნის წინ ასევე ტოკიოსა და ბანგკოკში.  მოგზაურობის საბოლოო მიზანია გავაკეთო ჩემი წარწერების მსოფლიო რუკა.

 - ყველა ქვეყანა განსხვაებულია,  როგორია თემატიკა იმ ნახატებისა, რომლებიც  უკვე დატოვე სხვადასხვა ქვეყნებში?

 - ჩემი სტილი მაქვს, ამ სტილს სადაც არ უნდა წავიდე, ყველგან ვინარჩუნებ. ყოველთვის საინტერესოა შეხვედრა  უცნობ საზოგადოებასთან. უცხო ქალაქები და ქუჩები ინსპირაციის კარგი წყაროა. ნახატებში მკვეთრ ფერებს ვანიჭებ უპირატესობას და ეს მოსწონთ.

როგორც ცნობილია, სხვადასხვა ქვეყნებში კედლებს სრულიად უსასყიდლოდ ვხატავ.

დიახ,  ამაში თანხას არ ვიღებ. ეს ჩემი ჰობია, ვმოგზაურობ და ვხატავ. ჩემი ძირითადი სამსახური მოდის დიზაინერეობაა. იტალიაში ერთ-ერთი პროდუქტის მენეჯერი ვარ. მოდის დიზაინის კომპანიაში ვმუშაბ და ესაა ჩემი შემოსავლის წყარო. ასევე ფესტივალებში ვიღებ მონაწილეობას და იქედანაც ვიღებ თანხას.

 - საქართველოში ჩამოსვლა რატომ გადაწყვიტე?

 - სამოგზაუროდ ამჯერად საქართველო  ავირჩიე. ეს ჩემი დის და სიძის დამსახურებაა. ისინი საფრანგეთში ცხოვრობენ, ქართულ კულტურასთან შეხება ჰქონდათ და საქართველოს დიდი გულშემატკივრები არიან.  დავინტერესდი თქვენი ქვეყნის კულტურით და სამზარეულოთ. რაც აქ ვარ, მოვასწარი მისი დაგემოვნება, ხინკალი მომეწონა, ხაჭაპური. განსაკუთრებით  "აჭარული ხაჭაპური", უცნაური ფორმა აქვს - წვეტებიანია და ლამაზი, გემრიელი გული აქვს  :)

 - თბილისში უკვე დატოვე შენი ნახატი,  ქუთაიშიც მოასწარი კედლის მოხატვა, აქ რა იყო ინსპირაციის წყარო.

- აქ კონტურების რაღაც ნაწილი ავიღე "ბაგრატის ტაძრის" სახურავისგან და გადავიტანე ჩემს აბსტრაქტულ განზომილებაში. ზოგაგად, კაშკაშა ფერები მიყვარს, რომელსაც მერე კომბინაციაში ვიყენებ.ზოგადად, ჩემი გამოცდილებიდან  მახსოვს, რომ ჩემი ნახატებიდან უემეტესობა ქალაბატონებს და ბაშვებს მოსწონს. ვფიქრობ, ქუთაისშიც მოეწონებათ ჩემი ნამუშევარი.

 - რას წაიღებთ საქართველოდან, ქუთაისიდან სამახსოვროდ?

 - ამ დღეებში უამრავ საოცარ ადამიანს შევხვდი.   მე ვიქნები  უფრო ბედნიერი და ამაყი, რათა ხელი შეეწყოს ამ მიმართულების მხატვრობის განვითარებას.  საქართველოდან სახსოვრად წავიღებ იმ სილამაზეს, რაც აქ ვნახე. საინტერესო არქიტექტურა და ბუნება გაქვთ. კიდევ ქუთაისიდან დამამახსოვრდება საოცრად ყურადღებიანი ადამიანი, კედლის მოხატვის დროს რომ სულ ფეხდაფეხ დამდევდა. მართალია,  ჩვენ ერთამანეთის ენა არ ვიცით, მაგრამ ხან წყალს მთავაზობდა, ხან  ლუდს და არაყს. ეს სახალისო იყო და კიდევ ეს ინტერვიუ დამამახსოვრდება, ჩემთვის ეს ცოტა უჩვეულოა.

 - სად აპირებთ მომავალში გამგზავრებას?

 - მომავლისთვის საინტერესო მოგზაურობა მაქვს დაგეგმილი საფრანგეთში, მონტენეგროში, დიდი ბრიტანეთში, სამხრეთ კორეაში და ასე შემდეგ.


ფოტო: ბანგკოკი 2015


ფოტო: ბეიჯინგი 2015


ფოტო: ფლორენცია 2015


ფოტო:ქუთაისი 2015



 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა