|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

10 წიგნი, რომლებსაც შეუძლიათ ტვინის ამუშავება

 წიგნის კითხვა სასაიმოვნო და სასარგებლო პროცესია, საკუთარი ინტელექსტი ამაღლებასთან ერთად ის ხელს ტვინის ამუშავებასაც უწყობს. როგორც ირკვევა, არსებობს წიგნები, რომლებიც ტვინის ამუშავებას უწყობს ხელს. ათეული ასე გამოიყურება:

„შენი თავისუფალი დრო“  ვიქტორ ბოლხოვიტინოვი

თუ გსურს ტვინის გავარჯიშება – შეასრულე მათემატიკური დავალებები. ამ საბჭოთადროინდელ კრებულში თავმოყრილია დავალებები, ცდები, თამაშები, თავსატეხები და კროსვორდები.

„აინშტაინი სეირნობს მთვარეზე, დამახსოვრების მეცნიერება და ხელოვნება“  ჯ. ფოერი 

წიგნში მოთხრობილია 12 თვეზე, რომლებიც ავტორმა გაატარა საკუთარი მეხსიერების, მისი შინაგანი მექანიზმების, თავდაცვის ბუნებრივი მეთოდების, ფარული პოტენციალის შესწავლასა და წვრთნაში.

„ტვინის განვითარება, როგორ ვიკითხოთ სწრაფად, დავიმახსოვროთ უკეთ და მივაღწიოთ დიდ მიზნებს“, –რ. საიპი. 

ეს არის დროით გამოცდილი რეცეპტების კრებული, რომლებიც ერთი შეხედვით ბანალურად მოგეჩვენებათ, სამაგიეროდ, მუშაობენ იმდენად ეფექტურად, რომ იფიქრებთ, მეხსიერებასთან პრობლემა არც კი გქონიათ.

„სუპერსავარჯიშო ტვინისათვის“,  ჩ.ფილიპსი 

წიგნში თავმოყრილია ასამდე სხვადასხვა თავსატეხი ინტელექტის განვითარებისთვის. თავიდან მარტივი დავალებებია „გახურებისათვის“, შემდეგ გართულებული სავარჯიშოები, ფინალში კი – ნამდვილი „რბენა დაბრკოლებებით“. ყველაფერ ამასთან ერთად, წიგნში მრავლად არის სახალისო ფაქტები ტვინზე.

„შერლოკ ჰოლმსის თავსატეხები“, რიჩარდ  ვ. გალანდი

წიგნში გელით სხვადასხვა დონის ყველანაირი გამოცანა და თავსატეხი: ელემენტარულიდან დაწყებული, დამთავრებული ისეთებამდე, რომლებზეც თვით შერლოკ ჰოლმსს მოუწია დაფიქრება.

„ასწავლე შენს ტვინს მუშაობა“,  მ. მაკდონალდი

ეს წიგნი მკითხველს აუხსნის, თუ რატომ და როგორ ვიკვებოთ სწორად, რითი „დავმუხტოთ“ ტვინი, როდესაც ეს საჭიროა, და როგორ გავიუმჯობესოთ მეხსიერება. ავტორი განიხილავს და ხსნის ნეირობიოლოგიის, ფსიქოლოგიისა და კვების მეცნიერების უახლეს მიღწევებს. შესანიშნავი სამაგიდო წიგნია რჩევებით.

„ინტელექტისა და მეხსიერების განვითარების იაპონური სისტემა“,  რ. კავაშიმა

იაპონელმა მეცნიერმა, ნეიროფიზიოლოგიის სპეციალისტმა რიუტა კავაშიმამ შეიმუშავა მარტივი ლოგიკური დავალებებისგან შემდგარი 60-დღიანი პროგრამა, რომელიც ასტიმულირებს „ნაცრისფერი უჯრედების“ მუშაობას.

„სუპერტრენინგი ტვინისათვის“, თ. ჰორნი,  ს. ვუტონი

აქ წარმოდგენილია პრაქტიკული დავალებები, თავსატეხები, თამაშები და ტესტები, რომლებიც დაგეხმარებათ ინტელექტის განვითარებაში. ავტორები აგრეთვე გვაძლევენ რამდენიმე რჩევას კვებასა და ცხოვრების წესის შესახებ.

„ტვინი. გამოყენების ინსტრუქცია“,  დ. როკი

წიგნში მოთხრობილია იმის შესახებ, თუ რატომ გრძნობს ჩვენი ტვინი გადატვირთულობას და რა გავაკეთოთ, რათა ავამუშავოთ აზროვნების შესაძლებლობები, როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე ნებისმიერ სიტუაციაში და მივიღოთ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება.

„დამუხტვა ტვინისათვის, აიმაღლე შენი IQ! – ჯოელ ლევი

ტვინის ვარჯიში შესაძლებელია ისევე, როგორც სხეულის, მეხსიერების შესაძლებლობების გაზრდა, ანალიტიკური აზროვნებისა და აზროვნების სისხარტის განვითარება. წიგნში თავმოყრილია ტესტები, რომლებიც გიჩვენებთ თქვენს IQ-ს და გამოავლენს იმ სფეროებს, რომლებშიც გჭირდებათ ვარჯიში, აგრეთვე შემოთავაზებულია მარტივი დავალებები ამ მიმართულებებით.

წყარო: Adme.ru

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა