|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გაუქმების პირას მდგომი სათამაშო ბიზნესი

ბოლო წლებში ქუთაისში მომრავლებულ სათამაშო სახლებს დახურვა ემუქრებათ.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, დაახლოებით ერ­თი თვის წინ, ბათუმ­ში არ­სებული კა­ზი­ნოების დახურ­ვის ინი­ცი­­ტი­ვით გა­მო­ვი­და. თუმ­ცა, შე­საძ­ლებელი­ა, ეს აკ­რძალ­ვა სხვა რე­გი­­ნებსაც შეეხოს.

ქუ­თა­ის­ში, სლოტ-კლუბ კა­ზი­ნო­თა ქსე­ლის „ლას ვე­გა­სის" წარ­მო­მად­გენ­ლი ლე­ვან მო­სეშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ სლოტ-კლუბების გა­უქ­მებას მრა­ვალმხრი­ვი უარყოფი­თი შე­დე­გი მოჰყვება. „უ­პირ­ველ­სად, ეს თანხები მო­აკ­ლდება ბოუჯეტს," - ამბობს ლე­ვან მო­სეშ­ვი­ლი.

სლოტ-კლუბ კა­ზი­ნო­თა ქსელ „ლას ვე­გა­სის" ორი და­წე­სებულება ქუ­თა­ის­ში 2009 წლი­დან ფუნ­ქცი­­ნი­რებს. „ლას­ვე­გა­სის" წარ­მო­მად­გენ­ელი ლე­ვან მო­სეშ­ვი­ლი ამბობს, რომ სლოტ-კლუბი იმე­რე­თის რე­გი­ონ­ში ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი გა­დამხედე­ლი­ა. „ო­რი­ვე ობიექ­ტზე 120 ადა­მი­­ნია და­საქ­მებული, რო­მელ­თა სა­შუ­­ლო ხელ­ფა­სი 400 ლა­რი­ა, ისი­ნი ყვე­ლა­ნი ქუ­ჩა­ში დარ­ჩებიან," - ამბობს ლე­ვან მო­სეშ­ვი­ლი. გარ­და და­საქ­მებულ­თა ბედ-იღბლზე ზრუნ­ვი­სა, „ლას­ვე­გა­სის" წარ­მო­მად­გენ­ლი იმა­საც არ გა­მო­რიცხავს, რომ აზარ­ტი ქუ­ჩა­ში გა­და­­ნაც­ვლებს და არა­ლე­გა­რულ სახეს მი­­ღებს. „მა­ზი­­ნი" და ხელ­ზე თა­მა­ში, რაც ად­რე იყო სახლების გახსნამ­დე, ისევ და­იწყება," - აღ­ნიშ­ნავს მო­სეშ­ვი­ლი.

სლოტ-კლუბების წარ­მო­მად­გენ­ლების­გან განსხვა­ვებით, სა­ზო­გა­დოების ნა­წი­ლი კა­ზი­ნოების დახურ­ვის ინი­ცი­­ტი­ვას და­დებითად შეხვდა. „ჩვენს ქვეყანა­ში მსგავ­სი ბიზ­ნე­სის არ­სებობა არაა სა­ჭი­რო. ახალ­გაზ­რდობა ცუდ მდგო­მა­რეობაშია ამ ბიზ­ნე­სის გა­მო. რო­გორც წე­სი, ძი­რი­თა­დად ფულს კი არ იგებენ, პი­რი­ქით აგებენ, ვერ ის­ტუმ­რებენ და იძუ­ლებული არი­ან გაყიდონ სახლი­დან ნივ­თები და უკიდუ­რეს შემთხვე­ვა­ში, თვით სახლებიც კი," - ამბობს ქუ­თა­­სე­ლი თენ­გიზ შა­ლამბერი­ძე.

სა­თა­მა­შო სახლების გა­უქ­მების მომხრეა ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­აც, სა­დაც ამბობენ, რომ მთავ­რობა ამ ინი­ცი­­ტი­ვის განხორ­ცი­­ლებაში მათ­გან მხარ­და­ჭე­რას მი­­ღებს. „სა­თა­მა­შო სახლები ეშ­მა­კის მან­ქა­ნებაზე და­ფუძ­ნებული ბიზ­ნე­სი­ა, რო­მე­ლიც ადა­მი­ანს სუ­ლი­­რად და მო­რა­ლუ­რად ან­გრევს, ნარ­კო­ტი­კი­ვით და­მო­კი­დებული ხდება აზარ­ტზე, კარ­გავს ღვთის იმედს და მო­გების იმე­და­და­ა,"-აღ­ნიშ­ნავს ქუ­თა­­სის ივე­რი­ის ყოვ­ლად­წმი­და ღვთის­მშობლის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვა­რი მა­მა ალექ­სი სი­ნა­­რი­ძე.

ექ­სპერ­ტი, ეკო­ნო­მი­კის სა­კითხებში, პა­­ტა კლდი­აშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ მთავ­რობის ინი­ცი­­ტი­ვა სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის გა­მუ­ქების თაობაზე, წმინ­და მო­რა­ლურ მხარეს ეფუძ­ნება. თუმ­ცა, კლდი­აშ­ვი­ლის აზ­რით, აკ­რძალ­ვის შემთხვე­ვა­ში, ეკო­ნო­მი­კის მხრივ ბიუჯეტის სა­შე­მო­სავ­ლო ნა­წი­ლი მნიშ­ვნე­ლო­ვან ფი­ნან­სურ და­ნაკ­ლისს მი­­ღებს. „ო­რი აზ­რი არა­ა, რომ გარ­კვე­­ლი თა­ნხები ბიუჯეტს აქე­დან და­აკ­ლდება, მაგ­რამ აუ­ცი­ლებლად და­სათ­ვლე­ლი­ა, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს თანხები ბიუჯეტის სა­შე­მო­სავ­ლო ნა­წი­ლის­თვის," - აღ­ნიშ­ნავს „სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­გაზ­რდა ეკო­ნო­მის­ტთა ასო­ცი­­ცი­ის" იმე­რე­თის რე­გი­­ნა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლობის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ექ­სპერ­ტი ეკო­ნო­მი­კის სა­კითხებში პა­­ტა კლდი­აშ­ვი­ლი.

ქუ­თა­­სის ად­გი­ლობრვი ბიუჯეტ­ში, რო­გორც ირ­კვე­ვა, სა­კუ­თა­რი შე­მო­სავ­ლებიდან ყვე­ლა­ზე დი­დი თანხა სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის მო­საკ­რებლი­დან შე­დის.

მა­გა­ლი­თად, 2010 წელს, ქუ­თა­­სის ბიუჯეტ­ში სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის მო­საკ­რებლი­დან 1 700 000 ლა­რამ­დე შე­ვი­და. 2011 წლის ბიუჯეტის გეგ­მის მიხედ­ვით ამ ბიზ­ნე­სი­დან 1 505 000 ლა­რი უნ­და შე­სუ­ლიყო, თუმ­ცა, რე­­ლუ­რად შე­მო­სავ­ლებმა გეგ­მას გა­და­­ჭარბა და 2 087 000 ლა­რი შე­ად­გი­ნა. 2012 წლის ბიუჯეტის შე­სრუ­ლების ცხრა თვის მო­ნა­ცე­მებით კი სა­თა­მა­შო ბიზ­ნეს­მა ად­გი­ლობრივ ბიუჯეტს უკ­ვე 1 455 000 ლა­რის შე­მო­სა­ვა­ლი მი­­ტა­ნა. 2012 წლის ბიუჯეტის პრო­ექ­ტის მიხედ­ვით, სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­­დან მიმ­დი­ნა­რე წელს სულ 2 000 000 მლნ ლა­რის შე­მო­სავ­ლის მი­ღებაა და­გეგ­მი­ლი.

სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სის აკ­რძალ­ვის მომხრე­ნი კი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მა­შინ, რო­ცა სა­ქარ­თვე­ლოს უამ­რა­ვი ბუნებრი­ვი რე­სურ­სი აქვს, ბიუჯეტი სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სი­დან შე­მო­სულ თანხებზე არ უნ­და იყოს და­მო­კი­დებული. „ა­მით ვცილ­დებით უფალს და ის, რაც უფალს გვა­ცი­ლებს სი­კე­თეს ვერ მოგ­ვი­ანს," - ამბობს მა­მა ალექ­სი. 

საქართვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობრი­ვი ეკო­ნო­მი­კის და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის თავმჯ

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა