|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ტოპ-გოგოს" ეგვიპტური ფოტოსესია ადგილობრივ პოლიციას პორნოსცენებში აერია

გუშინ წითელი ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე - ჰურგადაში (ეგვიპტე) ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის რელაითი-შოუ "ტოპ-გოგოს" გადამღები ჯგუფი დააკავეს.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაკავების მიზეზი პორნოგრაფიული ფილმის გადაღება გახდა, თუმცა საქმეში საქართველოს ელჩის არჩილ ძულიაშვილისა და ეგვიპტის ტურიზმის პოლიციის ჩარევის შემდეგ დაკავებულები გაათავისუფლეს.

"ამბები.გე" კომენტარისთვის "ტოპ-გოგოს" პროდუსერ ქეთი მიქანაძეს დაუკავშირდა.

"ჰურგადაში "ტოპ-გოგოს" ორი სერიის გადასაღებად ჩამოვედით, გუშინ ერთ-ერთ კუნძულზე ფოტოსესიას ვიღებდით, როდესაც ჩვენთან საზღვაო პოლიცია მოვიდა, აპარატურა ჩამოგვართვა და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დაგვაკავა. პოლიციაში აგვიხსნეს, რომ რასაც ვიღებდით მათ კანონებს ეწინააღმდეგებოდა. დაკავება მოხდა სრულიად უკანონოდ, ვინაიდან არავითარი პორნოგრაფიის გადაღებას იქ არ ვაპირებდით.

ჩვენ მათ ვაჩვენეთ გადაღებული კადრები, მათაც დაგვიდასტურეს, რომ ეს არ იყო პორნოგრაფია, მაგრამ ჩვენს გათავისუფლებაზე მაინც უარი თქვეს. 5 საათის განმავლობაში 12 ადამიანი - პროექტის მონაწლეები და ეგვიპტელი გიდი დაკავებულები ვიყავით. ძალიან დაგვეხმარა საქართველოს საელჩო ეგვიპტეში, რომლის შუამდგომლობითაც საქმეში ეგვიპტის ტურიზმის პოლიცია ჩაერთო. ვითარებაში გარკვევის შემდეგ ტურიზმის პოლიციამ ბოდიში მოგვიხადა და გაგვათავისუფლა. დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი და ტურისტებთან არასათანადო მოპყრობის გამო, გასამართლდება ის ადამიანი, ვინც გუშინ უკანონოდ დაგვაკავა", - განაცხადა ქეთი მიქანაძემ.

მისი თქმით, ყველა დაკავებული უკვე გათავისუფლებულია და გადაღებაზე მუშაობა ხვალიდან განახლდება.

წყარო: ambebi.ge

ავტორი: ნიუპრესი