|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თეატრის შენობის ნაწილი კაფე- ბარის მოსაწყობად გაიცა

ქუთაისში, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის შენობის ნაწილი, 8 წლიანი იჯარით გაიცა. იჯარით გაცემულ ტერიტორიაზე, კაფე-ბარის მოწყობა იგეგმება.

დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის შე­ნობის ნა­წი­ლის იჯარით გა­ცე­მის მი­ზე­ზად,­ატ­რის­თვის   და­მა­ტებითი ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სავ­ლების სა­ჭი­როება სახელ­დება. ქუ­თა­­სის ლ. მესხიშ­ვი­ლის სახელობის თე­ატ­რში, კა­ფე-ბარის მოწყობა შე­ნობის იმ ნა­წილ­ში იგეგ­მება, სა­დაც წლების მან­ძილ­ზე, სამხატ­ვრო და სა­დურ­გლო სა­ამ­ქროები იყო  გან­თავ­სებული.

თე­ატ­რის შე­ნობის 643 კვ. ფარ­თი, ბიზ­ნეს-საქ­მი­­ნობის გან­სახორ­ცი­­ლებლად,   იჯარით  შ.პ.ს „მესხიშ­ვი­ლე­ლებმა\" აი­ღეს. ამჟამად კომ­პა­ნია აღ­ნი­ნულ ტე­რი­ტო­რი­­ზე სა­რეაბილი­ტა­ციო სა­მუ­შა­ოებს აწარ­მოებს. „მესხიშ­ვი­ლე­ლები\" კა­ფე-ბარის გახსნას მიმ­დი­ნა­რე წლის ბოლოს აპი­რებენ.

„აღ­ნიშ­ნუ­ლი ფარ­თის გაიჯარების ნებარ­თვა, ეკო­ნო­მი­კი­სა და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ მოგ­ვცა. შე­საბამი­სად, თე­ატ­რის მხრი­დან,  ყვე­ლა ოფი­ცი­­ლუ­რი და ფორ­მა­ლუ­რი მხარე და­ცუ­ლი­ა,\" - ამბობს ლა­დო მესხიშ­ვი­ლის თე­ატ­რის იუ­რის­ტი თა­მარ ებრა­ლი­ძე.

რო­გორც ირ­კვე­ვა, მესხიშ­ვი­ლის თე­ატ­რის შე­ნობის ნა­წი­ლის იჯარით გა­ცე­მის შე­სახებ, კონ­კურ­სი 2010 წლის და­საწყის­ში გა­მოცხად­და.  თუმ­ცა, რო­გორც თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლობაში გან­მარ­ტა­ვენ, კონ­კურ­სი სამჯერ ჩა­ვარ­და.

შემ­დგომ მცდე­ლობაზე კი თე­ატ­რის შე­ნობის ნა­წი­ლი იჯარით სარ­გებლობაში გა­მარჯვებულ შპს „მესხიშ­ვი­ლე­ლებს\",  2010 წლის 23 ივ­ნისს გა­და­­ცა.

„წ­ნა ხელი­სუფ­ლებამ არ მოგ­ვცა იმის უფ­ლება, რომ ტე­რი­ტო­რია იჯარით სარ­გებლობაში გა­დაგ­ვე­ცა. რად­გან იმ პე­რი­ოდ­ში თე­ატ­რში სა­რეაბილი­ტა­ციო სა­მუ­შა­ოები  მიმ­დი­ნა­რეობდა და სამ­შე­ნებლო მა­სა­ლები სწო­რედ გაიჯარებულ ტე­რი­ტო­რი­­ზე ინახებოდა,\" - ამბობს ლა­დო მესხიშ­­ლის დრა­მა­ტუ­ლი თე­ატ­რის მმართველი გი­ორ­გი სიახარუ­ლი­ძე.

მი­სი­ვე თქმით,  თე­ატ­რის ტე­რი­ტო­რი­ის ნა­წი­ლის გაიჯარების სა­ჭი­როება თე­ატ­რის­თვის და­მა­ტებითი ფი­ნან­სუ­რი შე­მო­სავ­ლების აუ­ცი­ლებლობამ გა­მო­იწ­ვი­ა.

„რა დი­დი და­ფი­ნან­სება კი ჩვენს თე­ატრს აქვს, რომ  და­მა­ტებითი თანხებისა და შე­მო­სავ­ლების სა­ჭი­როება არ არ­სებობდეს. ასე, რომ გაიჯარებული ტე­რი­ტო­რი­ით შე­მო­სუ­ლი თანხა, ისევ თე­ატ­რსა და მსახიობებს მოხმარ­დება,\" - ამბობს გი­ორ­გი სიხარუ­ლი­ძე.

მესხიშ­ვი­ლის თე­ატ­რის შე­ნობის ნა­წი­ლის იჯარით სარ­გებლობის ქი­რა,  ყოველ­წლი­­რად  25 760 ლარს, ხოლო ყოველ­თვი­­რად, 2 147 ლარს  შე­ად­გენს.  შე­საბამი­სად, 8 წლის მან­ძილ­ზე იჯარით სარ­გებლობაში გა­ცე­მულ­მა ტე­რი­ტო­რი­ამ თე­ატრს 205 ათას ლარ­ზე მე­ტი  (206 080 ლა­რი) შე­მო­სა­ვა­ლი უნ­და მო­­ტა­ნოს.

 \\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\\

ავტორი: ჯანაშია ანა

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა