|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტერიტორია, რომელზეც სტრასბურგში დაობენ ქუთაისის მერიამ გაასხვისა

ქუთა­­სის ად­გი­ლობრივ­მა თვით­მმარ­თვე­ლობამ, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე სა­დაო მი­წის ნაკ­ვე­თი გა­ასხვი­სა. ტე­რი­ტო­რი­ის­თვის და­ვას სტრასბურ­გის ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლო გა­ნიხილავს.

1975 წელს ქუ­თა­­სის მშრო­მელ­თა დე­პუ­ტა­ტების სა­ქა­ლა­ქო საბჭოს აღ­მას­რუ­ლებელი კო­მი­ტე­ტის გა­დაწყვე­ტი­ლებით, ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზირ­ზე 4 ჰექ­ტა­რი მი­წის ნაკ­ვე­თი „ქუთ­მრეწ­ვვაჭ­რობას"  უნი­ვერ­მა­ღის აშე­ნებისათ­ვის გა­და­­ცა.

1999 წელს აღ­ნიშ­ნუ­ლი ტე­რი­ტო­რია და ასე­ვე, მას­თან ერ­თად ფა­ლი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, ყოფი­ლი აბანო ფი­ზი­კურ­მა პირ­მა, უნ­გრე­თის მო­ქა­ლა­ქე აკა­კი წე­რე­თელ­მა შე­­ძი­ნა. წე­რეთ­ლის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქუ­თა­ის­ში ქე­თე­ვან კახიძე აღ­ნიშ­ნავს, რომ მა­თი ქო­ნება დღემ­დე საჯარო რე­ეს­ტრის ეროვ­ნულ სა­­გენ­ტო­ში და­რე­გის­ტრი­რებული არა­ა, რა­მაც ხელი 2000 წლი­დან დაწყებულ­მა სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებმა შე­­შა­ლეს.

ქე­თე­ვან კახიძე ამბობს, რომ ქუ­თა­­სის მე­რი­ამ და არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სახურ­მა უნ­ვერ­მა­ღის ტე­რი­ტო­რი­­ზე შპს „ა­მი­რა­ნის" მეს­ვე­­რებს ჯიხურების ჩად­გმის უფ­ლება კა­ნონ­დარ­ღვე­ვით მის­ცა, რაც მათ ქუ­თა­­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში გა­­სა­ჩივ­რეს. სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ არ და­აკ­მაყოფი­ლა უნი­ვერ­მა­ღის მეს­ვე­­რების სარ­ჩე­ლი და საქ­მე ზემ­დგომ ინ­სტან­ცი­­ში, სა­­პე­ლა­ციო და უზე­ნა­ეს სა­სა­მარ­თლოებში გა­სა­ჩივ­რდა.

საქ­მის განხილ­ვის პრო­ცეს­ში, იმ დროს, რო­ცა და­ვა ჯერ კი­დევ არ იყო დას­რუ­ლებეუ­ლი, ქუ­თა­­სის მე­რი­ამ უნი­ვერ­მა­ღის მიმ­დებარედ კი­დევ ერ­თი მი­წის ფარ­თი, 2007 წლის 7 ნო­ემბერს შპს „იბერი­ის ვარ­სკვლავს" 45 წლი­­ნი იჯარით გა­დას­ცა. კომ­პა­ნი­ას ვალ­დებულება ეკის­რებოდა, იმ დროს, ქა­ლა­ქის­თვის 2 ნაგ­ვის გა­დამ­ზი­და­ვი მა­ქა­ნა შე­­ძი­ნა, მო­ეწყო სკვე­რი ამ ტე­რი­ტო­რი­­ზე და 3 წლის გან­მვა­ლობაში 3 მლნ ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია გა­ნეხორ­ცი­­ლებინა. თუმ­ცა, ამ ვალ­დებულებებიდან კომ­პა­ნი­ას არც ერ­თი არ შე­უს­რუ­ლებია. ამ მი­ზე­ზის გა­მო, ხელ­შეკ­რუ­ლება „იბერი­ის ვარ­სკვლავ­სა" და მე­რი­ას შო­რის გა­უქ­მდა, ხოლო სა­დაო მი­წის ფარ­თობი კვლავ ქა­ლა­ქის სა­კუთ­რებაში გა­და­ვი­და.

„იბერი­ის ვარ­სკვლა­ვის" მფლობელი და­ვით კოს­ტა­ვა აცხადებს, რომ ვალ­დებულებების შეს­რუ­ლება და დაწყებული მშე­ნებლობის გაგ­რძე­ლება ყოფი­ლი ხელი­სუფ­ლების მხრი­დან მის მი­მართ განხორ­ცი­­ლებული რეს­პრე­სიების გა­მო ვერ შეძ­ლო. მი­სი თქმით, შე­ნობის სა­ძირ­კვე­ლი, გუბერ­ნა­ტო­რის ბრძნებით მი­წით ამო­ავ­სეს.

„ო­რი ნაგ­ვის მან­ქა­ნა რა სა­ლა­პა­რა­კო­ა, რო­ცა მაგ ობიექ­ტის გა­მო 300 000 დო­ლა­რი ვი­ზა­რა­ლე," - გა­ნაცხადა კოს­ტა­ვამ.

რო­გორც „იბერი­ის ვარ­სკვლა­ვის" მფლობელი აცხადებს, მის მი­მართ „სა­დამსჯელო ოპე­რა­ციებს" იმე­რე­თის ყოფი­ლი გუბერ­ნა­ტო­რი, მიხეილ ჩო­გო­ვა­ძე ახორ­ცი­­ლებდა. კოს­ტა­ვა ამბობს, რომ ამ ფარ­თის მი­მართ ინ­ტე­რე­სები გუბერ­ნა­ტორ­საც გა­უჩ­ნდა და მას ტე­რი­ტო­რი­ის დათ­მობა მოსთხოვა, რა­ზეც ჩო­გო­ვა­ძემ კოს­ტა­ვას­გან უა­რი მი­­ღო. კოს­ტა­ვას მტკი­ცებით, აღ­ნშნულ ტე­რი­ტო­რი­­ზე ინ­ტე­რე­სები ყოფილ ვი­ცე-გუბერ­ნა­ტორს, გი­გა შუ­­შა­ნი­­საც გა­აჩ­ნდა. რა­საც ეს უკა­ნას­კნე­ლი უარყოფს.

„ა­მის შემ­დეგ ჩა­მო­მარ­თვეს ცის­ფერყან­წელ­თა ქუ­ჩა­ზე ჩემს სა­კუთ­რებაში არ­სებული ფარ­თი, 2 მან­ქა­ნა და ბოლოს და­მი­ჭი­რეს კი­დეც 4 ამ­პუ­ლა მორ­ფის შე­ნახვის ბრალ­დებით," - აცხადებს კოს­ტა­ვა.

და­ვით კოს­ტა­ვა  შპს „იბერი­ის ვარ­სკვლავ­ში" 75%-ია­ნი წი­ლის მფლობელი­ა, კომ­პა­ნი­ის და­ნარ­ჩენს ხვი­ჩა ღონ­ღა­ძე ფო­ლობს (რო­მე­ლიც იმე­რე­თის ყოფილი ვი­ცე-გუბერ­ნა­ტო­რის გო­ჩა თევ­დო­რა­ძის ახლო ნა­თე­სა­ვია (ცო­ლის ძმა). არა­­ფი­ცი­­ლუ­რად, ღონ­ღა­ძის წი­ლი სწო­რე თევ­დო­რა­ძის სახელს უკავ­შირ­დება).

გარ­და ამი­სა, კოს­ტა­ვა 50%-იან წილს ფლობს შპს „ყვე­ლა­ფე­რი ოჯახის­თვის", ხოლო „იბერი­ის ვარ­სკვლა­ვის" მე­ნეჯერი ნი­ნო კოს­ტა­ვა კი, შპს „ოქ­როს ჩარ­დახი%"-ის მფლობელია.

„ახალ გა­ზეთ­თან" საუბრი­სას და­ვით კოს­ტა­ვა სი­­მაყით იხსე­ნებს კო<

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 38%
გაუარესდა - 46%
არ შეცვლილა - 16%
სულ - 50 ხმა