|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ სააკაშვილი – მზად ვარ პრემიერთან ერთად გადავუფრინო ქუთაისს

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს ბიძინა ივანიშვილთან ერთად თბილისის აეროპორტიდან, ფრანგული ვერტმფრენით ქუთაისს გადაუფრინოს და  პრემიერ–მინისტრს ქუთაისში პარლამენტის დარჩენის მნიშვენლობა აჩვენოს. მიხელ სააკაშვილმა ეს განცხადება facebook-ის საკუთარ გევრდზე გაავრცელა:

"მზად ვარ პრემიერ-მინისტრთან ერთად ავფრინდე იმ ფრანგული ვერტმფრენებით, რომლის გაყიდვა და მოშორებაც სურდა, თბილისის აეროპორტის ასაფრენ ზოლიდან, რომლის მშენებლობაც შეაჩერა და გადავუფრინოთ თბილისის შემოვლით რკინიგზას, რომელიც მისივე განკარგულებით შეჩერდა, რათა საკუთარი თვალით ნახოს რა მასშტაბის სამუშაოებია გაკეთებული. შემდეგ გადავუფრინოთ ქუთაისს და ვაჩვენოთ პარლამენტის მნიშვნელობა, რათა არ გადმოიტანო თბილისში. გადავუფრინოთ წყალტუბოს, იქაც ნახოს რას ვაკეთებდით; გადავუფრინოთ თეთნულდის კურორტს მესტიაში, სადაც გვირაბი უნდა გასულიყო; შემოვუფრინოთ ბათუმის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, რომელიც მისი განკარგულებით შეჩერდა. მზად ვარ, პრემიერი ჩავიყვანო ამ ქალაქში და ადგილზე ვანახო, რომ ანაკლია და ლაზიკა ერთი და იგივე გეოგრაფიული დასახელებაა. ამას სიამოვნებით გავაკეთებ, თუ ბატონი პრემიერი დათანხმდება, რომ კაბინეტიდან და სახლიდან გამოვიდეს და ერთხელ მაინც მოიაროს ყველა გაჩერებული მშენებლობა. იქნებ, გული აუჩუყდეს და თავის ამ გადაწყვეტილებებს - მშენებლობების შეჩერების შესახებ, გადახედოს; დაინახოს ამ პროექტების მნიშვნელობა საქართველოს გრძელვადიანი მომავლისთვის,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


აღნიშნული მასალა ეკუთვნის newpress.ge-ის რუბრიკა – FaceBox; რუბრიკაში ხვდება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული მასალები და ის არ გამოხატავს საინფორმაციო სააგენტო newpress.ge-ს ოფიციალურ პოზიციას. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა