ფართოდ ვუხსნით კარებს რუს ტურისტებს, მეოთხე ტალღა არ აგვცდება - რომან გოცირიძე
თუ ხარ კანონმორჩილი, ესე იგი ხარ ბრიყვი - ამას გვეუბნება ხელისუფლება.
მეოთხე ტალღა არ აგვცდება, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს.
მისი თქმით, რუსეთში ვაქცინირებულის სერთიფიკატები თავისუფლად იყიდება. ჩვენი ხელისუფლება კი ფართოდ უღებს კარებს რუს ტურისტებს.
ასი პროცენტით აცრილ ისრაელს ინდური შტამი უტევს. ფაიზერით ორჯერ აცრილებსაც ემართებათ ხელმეორედ. დაიწყეს ისევ შეზღუდვების დაწესება, აქ კი ფართოდ ვუხსნით კარებს რუს ტურისტებს, ვაუქმებთ პირბადის ტარების აუცილებლობას სტადიონებზე და მასობრივი თავშეყრის სხვა ღია ადგილებში და ვნერგავთ ტოტალურ სამართლებრივ ნიჰილზმს ჯარიმების გაუქმების სახით. თუ ხარ კანონმორჩილი, ესე იგი ხარ ბრიყვი - ამას გვეუბნება ხელისუფლება.
მეოთხე ტალღა არ აგვცდება. ვერ მოაბამენ ესენი თავს სწრაფ ვაქცინაციას. ისევ საკუთარი თვითშეგნების იმედზე უნდა ვიყოთ", - წერს გოცირიძე ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა