|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიხეილ სააკაშვილი – ჩემი დაპატიმრება იქცევა ევროპასთან საქართველოს ინტეგრაციის დასასრულად

ზუსტად 10 წლის წინ 2013 წლის ნოემბერში  ამერიკაში განათლებამიღებული იურისტი მიხეილ  სააკაშვილი სათავეში ჩაუდგა საპროტესტო მარშს საქართველოს პარლამენტთან, რომელმაც დაამარცხა კორუპირებული ავტოკრატიული მმართველობა საქართველოში, წერს The Washington Post –ის რეადქტორის მოადგილე ჯეკსონ დილი  სარედაქტორო სვეტში. ქარიზმატული სააკაშვილი მალე პრეზიდენტი გახდა და პროდასავლური ცვლილებების სიმბოლოდ იქცა საქართველოში. მოსკოვში ის იმდენად სძულდათ, რამდენადაც  აღმერთებდნენ ვაშინგტონში.

10 წლის შემდეგ სააკაშვილი დაბრუნდა იქ საიდანაც ერთ დროს დაიწყო – ამერიკის შეერთებულ შტატებში. ამ წლების განმავლობაში იგი გადაიყვარეს სამშობლოშიც და ვაშინგტონშიც. სადღეისოდ ობამას ადმინისტრაცია არც ისე ინტერესდება საქართველოთი და საერთოდ სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებით.

ამასთან საქართველოს ევროპის მიმართულებით გაუბედავი მოძრაობა პირდაპირ კავშირშია მის არყოფნასთან ქვეყანაში. „პრობლემა ჩემთან დაკავშირებით იმაშია, რომ ჩემი დაპატიმრება იქცევა ევროპასთან საქართველოს ინტეგრაციის დასასრულად“, – ამბობს სააკაშვილი სტატიის ავტორთან ინტერვიუს დროს. ნიშნავს ეს იმას, რომ ლიბერალური დემოკრატია პოსტსაბჭოთა სივრცეში მკვდარია და პუტინს შეუძლია აღადგინოს საბჭთა იმპერია? – ინტერესდება ჟურნალისტი. „გამორიცხულია“,–  პასუხობს სააკაშვილი.

პრობლემა იმაშია, რომ რუსეთს კვაზიდემოკრატი ელცინის შემცვლელად მოევლინა პუტინის შეუწყნარებელი და ნეოიმპერიალისტური  რეჟიმი. პუტინი მეზობლებს აშინებს ან მეზობელი ქვეყნების  ლიდერებს, რომელთაც ნაკლები კავშირი აქვთ ლიბერალური დემოკრატიის იდეალებთან, თავაზობს მაცდურ  ჯილდოებს.

„პუტინის რბილი ძალა ეს  კორუფციაა“ , – ამტკიცებს  საქართველოს ყოფილი მეთაური. ამასთან, თუკი 90 –იან წლებში კლინტონის ადმინისტრაცია დაჟინებით უბიძგებდა აღმოსავლეთ ევროპას ნატოსა და ევროკავშიში გაწევრიანებას, ახლა ამას პუტინი აკეთებს,  მხოლოდ სხვა მიმართულებით და  ამერიკა ამაში არ მონაწილეობს.

თუმცა სააკაშვილი ოპტიმისტად რჩება და დარწმუნებულია, რომ „რეფორმატორები საქართველოში დაბრუნდებიან“, თავად კი  უბრუნდება  ძველ ცხოვრებას ამერიკის უბრალო სტუმრის სტატუსით - წერს The Washington Post–ის რეადქტორის მოადგილე ჯეკსონ დილი  სარედაქტორო სვეტში. 


სტატია მომზადებულია The Washington Post–ის მიხედვით

ავტორი: ეკა კუხალაშვილი