|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ლევან ბუთხუზი - გაუნათლებლები ვართ, ამ სიტყვის ზედმიწევნითი გაგებით

ქართველოში არსებულ პრობლემათა გრძელი სიის პირველ ხუთეულში იშვიათად ხვდება ეკოლოგიური პრობლემებიგარემო და მისი დაცვა. გარემოს მიზეზით ძირითადად მაშინ ვშფოთდებით, როცა ფაქტის წინაშე ვდგებით და პრობლემა უშუალოდ ჩვენ გვეხება (თუმცა ზოგჯერ ესეც არაა საკმარისი საზოგადოების მხრიდან საკითხის სათანდოდ შესაფასებლად). რამდენად გვპატიობს ბუნება ასეთ მიმართებებს? რატომ ვერ იქცა საქართველოში პრიორიტეტულ სფეროდ გარემო და მისი დაცვა? როდის შეიძლება დადგესშესაფერისი დროცხოველების დაცვისათვის სამოქმედოდ? დღეს, საქართველოში რამდენად კონკურენტუნარიანია მეცნიერება რელიგიურ-მისტიკურ აღტკინებებთან?

ზემოთხსენებული საკითხების მიმოხილვით newpress.ge- სტუმარია National Geographic საქართველო მთავარი რედაქტორი ლევან ბუთხუზი.

 

რატომ ხდება რომ გარემოზე მაინც იმაზე ნაკლებს ვფიქრობთ ვიდრე საჭიროა? მაინც რა  მასშტაბის გულგრილობაა ეს და რა შედეგები შეიძლება ამან მოიტანოს?

შედეგების მოტანაზე მომავალ დროში არ ვილაპარაკებდი და გააზრებულ გულგრილობასაც ვერ დავაბრალებ ამას. მრავალი წელია ეს შედეგები სახეზე გვაქვს - თუნდაცეკომიგრანტებიგავიხსენოთ, სხვა უამრავი პრობლემა რომ არ ჩამოვთვალოთ. რაც შეეხება გულგრილობას - არ მგონია, რომ პრობლემა ბოლომდე გვესმის და გულგრილები ვართ. უბრალოდ, გაუნათლებლები ვართ ამ სიტყვის ზედმიწევნითი გაგებით. ყველაფერი სწორედ აქედან - განათლების პრობლემიდან - იწყება. არც ზოგადი განათლების სისტემა გვივარგა და არც გარემოსდაცვითი განათლება გვაქვს. “ფეისბუქზე ერთმა ჩემმა მეგობარმა გრიგოლ გეგელიამ მოსწრებულად თქვა - დღეს საქართველოში თავდაცვის მინისტრზე მნიშვნელოვანი განათლების მინისტრი უნდა იყოსო. ცხადია, პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ ეს, მაგრამ ფრაზა განათლების პრობლემების სიმწვავის საილუსტრაციოდ ნამდვილად გამოდგება. მართალია, მაგიდაზე არ მიდევს გამართული სტატისტიკურ-ანალიტიკური კვლევები და შესაძლოა ვცდები, მაგრამ ჩემი აზრით, რაც დრო გადის, განათლების პრობლემა უფრო და უფრო მძიმდება.

საქართველოში არსებულ პრობლემათა ჩამონათვალში რიგითი ქართველი ნაკლებად შეიყვანს ცხოველთა დაცვას. საამისოდ უკეთეს დროებას უნდა დაველოდოთ და მერე დავიწყოთ ცხოველებზე ფიქრი? და როდის დგება საიმისო დრო, როცა ადამიანმა უნდა  გამოხატოს წინააღმდეგობა ცხოველების მიმართ წარმოებული ყოველდღიური სისასტიკეების მიმართ,  რომლებიც ან გულგრილობით ხორციელდება, ან მეცნიერების, სილამაზის, უსაფრთხოების სახელით?

არ ვიცი, პრობლემათა რომელ ჩამონათვალს გულისხმობთ, მაგრამ გეთანხმებით, რომ ცხოველთა დაცვა საქართველოში არც საკანონმდებლო დონეზეა ჯეროვნად წარმოდგენილი და არც მოქალაქეები იწუხებენ მაინცდამაინც თავს ამ საკითხზე ფიქრითა თუ ქმედებით. ზოგადად კი, არ არსებობს პრობლემადროის გარეთ”. თუ პრობლემა დგას, მისი გადადება ზიანის მომტანია. ამაზე მავანი შეიძლება შემომედავოს და მითხრას - სახელმწიფო ყველა პრობლემას ერთდროულად და პარალელურ რეჟიმში ვერ გადაჭრის, უბრალოდ რესურსი არ ეყოფაო და ამიტომაც არსებობს პრობლემათა მოგვარების პრიორიტეტიზაციაო. ცხადია, ეს არ არის მოკლებული გარკვეულ ლოგიკას, თუმცა ყველაფერი ორ ფაქტორზეა დამოკიდებული: პოლიტიკურ ნებასა და საზოგადოების ჩართულობაზე. თუ პოლიტიკური ნება არსებობს და სახელმწიფო აღიარებს, რომ ეს უზარმაზარი პრობლემაა, მაშინ ამაზე რთული საკითხებიც მარტივად წყდება ხოლმე. ხოლო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი იმისთვის არსებობს, რომ მთავრობამ პრობლემის სიმწვავე დაინახოს (ცხადია, თუ ის პრობლემას დამოუკიდებლად ვერ ხედავს). აქ მხოლოდ მთავრობებს ვერ დავწამებთ ინერტულობას. ჩვენი ბრალიცაა, რადგან ორივენი ინერტულები ვართ. ცხადია, საქართველოში უამრავი ადამიანია, ვისაც გული შესტკივა საკითხზე. არ ვუჩივით ამ მიმართულებით არასამთავრობოების სიმცირესაც. მაგრამ პრობლემა სიმწვავეს არ კარგავს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ, “ემოციური საზოგადოება”, ჯერ

ავტორი: ეკა კუხალაშვილი