ქუთაისს სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა
სტიქიამ ქუთაისს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა. ამ დროისთვის ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია. მერიის ინფორმაციით, უკვე შეიქმნა საგანგებო შტაბი და მიმდინარეობს ზარალის დათვლა.
ბოლო მონაცემებით, ქუთაისიდან საგანგებო სიტუაციების სამსახურში ასზე მეტი გამოძახება შევიდა. დაიტბორა სახლები, ცენტრალური საავადმყოფოს სარდაფი, სასტუმროები და სხვა ობიექტები.
შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მერიის შესაბამისი სამსახურები. ამ დროისათვისაც მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.
შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს დათვლის.
"მოგვიანებით დაიწყება ზარალის დათვლა. მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დროულად მოხდეს დაზარალებული ოჯახების დახმარება, წყლის ამოტუმბვა სახლებიდან და სარდაფებიდან,"-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
უხვმა ნალექმა ქალაქს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. წინასწარი ინფორმაციით, დაზარალდა რამდენიმე ოჯახი. წყლით ძირითადად სარდაფები და პირველი სართულები დაიტბორა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















