|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

წყალტუბოში სტიქიით დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ

 ძლიერმა ქარმა წყალტუბოს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა, სახურავი გადახადა რამდენიმე ობიექტს, დაზიანა ბოსტნეულის სათბურები.  მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

ადგილობრივების განცხადებით, სათბურების მოსაწყობად სესხები ბანკებიდან აქვთ გამოტანილი, რაც  პრობლემას უფრო ართულებს.  

"სულ დამინგრია 1600 კვ.მ. სათბური, რომლის გაკეთება 26 000 ლარი დაჯდა. ზარალი 1 000-12 000 ლარის ფარგლებშია, ბანკი უარზე არ არის სესხის გადავადებაზე, მაგრამ ეს სათბურები თუ არ აღვადგინეთ, გადავადების დრო რომ დასრულდება, რითი გავაგრძელოთ გადახდა? სახელმწიფოსგან ფულადი კომპესაცია თუ არ იქნება, ხის მასალით და ცელოფნის ფირით მაინც დაგვეხმარონ, რომ დროულად აღვადგინოთ სათბურები",-აღნიშნავს სტიქიით დაზარალებული ვლადიმერ ფხაკაძე.

იმერეთში  ქარმა წყალტუბოს, სამტრედიის, ბაღდათისა და თერჯოლის მოსახლეობას დააზარალა. მხარიის გუბერნიაში აცხადებენ, რომ ყველა ობიექტზე მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები და  სამუშაოები ხორციელდება. ასევე, შექმნილია სპეციალური კომისიები და პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ზარალის დათვლა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა