|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ადამიანებმა არ იციან, რომ მათ ეს დაავადება აქვთ"

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველო C ჰეპატიტის გავრცელების არეალში ხვდება და მიუხედავად პროგრამის წარმატებისა, მთავარ გამოწვევად რჩება ის, რომ ადამიანებმა არ იციან, რომ მათ ეს დაავადება აქვთ. როგორც მან "ქრონიკასთან" საუბარში განაცხადა, 80 ათასამდე ადამიანმა არ იცის, რომ ის ინფიცირებულია.   

საქართველოს მთავრობამ C ჰეპატიტთან ბრძოლის ახალი კამპანია - STOP C - დაიწყო. ეს ეტაპი გულისხმობს იმ ადამიანების გამოვლენასა და მკურნალობას, რომლებმაც ჯერ არ იციან, რომ დაავადებულები არიან.

საქართველოში C ჰეპატიტთან ბრძოლის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში, 2015 წლის აპრილიდან 2018 წლის 30 ივნისამდე პერიოდში მკურნალობა 43 861 პაციენტმა დაასრულა. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაავადებულების 98 %-ი განიკურნა.

 2020 წლის შემდეგ C ჰეპატიტის მკურნალობა საქართველოში ფასიანი ხდება.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა