|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროექტში „სტრიტ არტი გარემოს დასაცავად” ქუთაისელმა მხატვარმა გაიმარჯვა

ქუთაისში, მონ პლაზირის თაღთან ქუჩის მხატვრობას კიდევ ერთი ნახატი შეემატა. ნახატის ავტორი ქუთაისელი მხატვარი გიორგი გამთენაძეა, რომელმაც პროექტში „სტრიტ არტი გარემოს დასაცავად” გაიმარჯვა. პროექტის ფარგლებში კონკურსი იყო გამოცხადებული, მასში მონაწილეობა შეეძლოთ სტრიტ არტით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობდნენ საქართველოს რეგიონებში. პროექტის ფარგლებში შეირჩა 3 ახალგაზრდა, რომელთაც მიეცათ შესაძლებლობა, საკუთარ ქალაქში განათავსონ ნამუშევარი გარემოს დაცვის თემაზე.

გიორგი გამთენაძის  ინსპირაციის წყაროც ბუნება და ეკოლოგიაა. ის მონ პლაზირის თაღთან, სწორედ ამ თემატიკის ნამუშევარს ქმნის, სახელწოდებით-  "როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას?!. როგორც ახალგაზრდა მხატვარი "ნიუპრესთან" საუბარში აცხადებს, შესაძლებელია, მონ პლაზირის თაღის მიმდებარე კედლები მთლიანად მოიხატოს.

"შესაძლოა, სამომავლოდ მოვხატოთ ეს კედლები, ძალიან კარგი იქნება, თუ მიმდებარე ტერიტორიაზე "სთრით არტის" დერეფანი გაკეთდება, გალამაზდება გარემო დ ასევე ტურისტებისთვისაც საინტერესო იქნება. 

რაც შეხება ჩემს ნაშრომს, ნახატის შინაარსი ეკოლოგიას და ბუნებას ასახავს,- როგორ უნდა გაუფრთხილდეთ ბუნებას,-აცხადებს მხატვარი გიორგი გამთენაძე.

ქუთაისში ხელოვნების ეს სახეობა  პოპულარული ხდება. მონ პლაზირის თაღთან, გასულ წელს ორი კედელი მოიხატა. ფრანგმა მხატვრებმა ვინი გრაფიტმა, ალექს პერემ და მოსკოველმა ზურა არაბიძემ ანაზღაურების გარეშე იმუშავეს.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა