|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"სტუდენტები უნდა ჩაერთონ ქალაქის განვითარებაში"

ქუთაისის უნივერსიტეტის მიწვევით ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ საჯარო ლექცია ჩაატარა. საუბარი შეეხო ქალაქის განვითარებას, პერსპექტივებს, ბოლო წლებში განხორციელებულ სამუშაოებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს.

,,გვინდა აქტიური სტუდენტები ჩაერთონ, როგორც ქალაქის განვითარების გეგმის შედგენაში, ასევე განხორციელებაში. ამიტომ მივაწოდეთ ახალგაზრდებს ქალაქის განვითარების შესახებ ინფორმაცია.  17-წლიანი პედაგოგიური გამოცდილება მაქვს, ამიტომ ისევ სიამოვნებით ვხდები სტუდენტებს და მათთან ერთად ვიმსჯელებ სხვადასხვა საკითხებზე. კარგია, როდესაც ასეთი უშუალო შეხვედრები ეწყობა“, -აღნიშნა შოთა მურღულიამ.

მან ასევე ქალაქის განვითარების გეგმაზე უსაუბრა და აღნიშნა, რომ ეკონომიკის სამსახური აღნიშნულ საკითხზე აქტიურად მუშაობს და ქუთაისის განვითარების გეგმის პრეზენტაცია უახლოეს მომავალში მოხდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი