სურსათის ეროვნულ სააგენტომ ატმის შეღებვის ფაქტზე სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ატმის შეღებვის ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას სურსათის ეროვნული სააგენტო ეხმიანება.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, სურსათის მიზანმიმართული დაბინძურების ფაქტზე სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით მიმართეს.
„საქმე ეხება სურსათის მიზანმიმართულ დაბინძურებას, აღნიშნული ფაქტი საჭიროებს მყისიერ რეაგირებას, რისთვისაც სააგენტომ შესაბამის სამართალდამცავ ორგანოებს წერილობით უკვე მიმართა.
სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე განთავსებულ ხილსა და ბოსტნეულს მუდმივად ამოწმებს, მიმდინარეობს მონიტორინგი და ნიმუშების აღება სხვადასხვა მაჩვენებელზე (პესტიციდები, მძიმე მეტალები, რადიონუკლიდები) გამოსაკვლევად. ინფორმაცია ლაბორატორიული კვლევის შედეგებისა და შეუსაბამობების შესახებ საჯაროვდება და ასევე ხელმისაწვდომია სააგენტოს ვებგვერდზე: nfa.gov.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სოციალუს ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ რეალიზაციისთვის გამზადებულ ატამს პულივიზატორით ღებავენ.
ავტორი: