საზოგადოებრი კვების 46 ობიექტს საქმიანობა შეუჩერდა
მიმდინარე წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა 3687 ინსპექტირება განახორციელეს, მათ შორის 810 - საზოგადოებრივი კვების ობიექტებში, რომელთაგანაც საწარმოო პროცესი ან საქმიანობა შეუჩერდა 46-ს, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების განცხადებით, სახელმწიფო კონტროლი საზოგადოებრივი კვების ობიექტებში გრძელდება. მოწმდება რესტორნებისა და კაფე-ბარების, ასევე მათი სამზარეულოების სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა, პროდუქტის შენახვისა და რეალიზაციის პირობები, სურსათის ეტიკეტირება, ტემპერატურული რეჟიმი.
„სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, რათა ტურისტულად დატვირთულ ადგილებში მაქსიმალურად იყოს დაცული ადგილობრივი მომხმარებლის და ჩამოსული სტუმრების ინტერესი. მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ჩართულობაც, რაზეც საინფორმაციო კამპანიას ვატარებთ და მოვუწოდებთ მომხმარებელს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ითანამშრომლოს სააგენტოსთან“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, სურსათთან დაკავშირებული დარღვევის შემთხვევაში დარეკოს ცხელ ხაზზე: 15-01.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















