|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

სვანეთში სტიქიისაგან დაზარალებულ მოსახლეობას იმერეთმა ჰუმანიტარული დახმარება გაუწია

იმერეთმა ჭუბერში დაზარალებულ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია. იმერეთის სამხარეო და ქუთაისის ხელისუფლების წარმომადგენლებმა სხვადასხვა სახის არამალფუჭებადი პროდუქტები, მედიკამენტები და პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთები ადგილზე ჩაიტანეს.

მოსახლეობისთვის განკუთვნილი ტვირთი ჭუბერში, ჰუმანიტარული დახმარების შტაბში განთავსდა და უახლოეს დღეებში დაურიგდება მოსახლეობას.

 ჭუბერში მცხოვრებ დაზარალებული ოჯახებისთვის პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთებისა და პროდუქტების შეგროვებაში აქტიურად იყო ჩართული იმერეთის 12–ვე მუნიციპალიტეტი. ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაზარალებულ ოჯახში მისასვლელად პანელის ხიდით ისარგებლეს, რომლის მშენებლობაც ახლახანს დასრულდა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა