კვების ობიექტის მშენებლობა დაპირისპირების მიზეზი გახდა
ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩის მცხოვრებლები კაფეს მშენებლობას აპროტესტებენ. ადგილობრივები "ფლამინგოს" მეპატრონეებს დაუპირისპირდნენ და აცხადებენ, რომ სკვერში მშნებელობას არ დაუშვებენ. ადგილზე დღეს აქცია გაიმართა, რაც მოსახლოებასა და კერძოს ბიზნესის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. მოსახლეობამ შემოვლებული მესერი დაანგრია.
ქუთაისში მოქმედ კაფეს ადგილმონაცვლეობა მერიამ შესთავაზა. ცენტრალურ უბანში არსებულ კაფეს ხელშეკრულების ვადა გაუვიდა, მიუხედავად ამისა, ბინზესის ხელშეწყობის საბაბით, მერიამ მას სხვა უბანში შესთავაზა ადგილი. "ფლამინგოს" მფლობელმა კახა მეფარიშვილმა შეთავაზებულ ადგილზე თანხმობა განაცხადა.
"ფლამინგოს" ადგილზე კაფე ისევ ფუნქციონირებს, თუმცა ახალი ინვესტორით. რომლის თქმითაც, იცის, რომ ადგილთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები იყო.
მერიამ ნებართვა სკვერში სწრაფი კვების ობიექტის დადგმაზე გასცა. ნებართის გაცემას თავიდანვე აპროტესტებდა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე. რომლის თქმითაც, არ დაუშვებს სკვერში კაფეს აშენებას.
"ქალაქის ხელმძღვანელობა მაიძულებს ადგილის დატოვებას"-"ფლამინგო'" ბუხაიძეზე გადადის
ხელშეკრულება შეჩერებულმა მეიჯარემ ტერიტორია თურქ ინვესტორზე გაასხვისა?
ქუთაისში, სადავო ტერიტორიაზე ახალი ინვესტორი გამოჩნდა
პრივილეგირებული მდგომარეობა კინოთეატრის სახელით
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















