"სხვა დროს ქვიშის და მარილის ნაზავს გია გოქაძეს გავასინჯებთ"
არასამთავრობო ორგანიზაციის „ევროპა ჩვენი სახლია“ თავმჯდომარის გია გოქაძის განცხადებას ადგილობრივი თვითმართველობიდან ზვიად ჯავახია გამოეხმაურა, მან გოქაძის ბრალდებებს აბსურდული უწოდა. "დააგემოვნა გია გოქაძემ და ნაკლებ მარილიანი იყო? რა თქმა უნდა, ჩვენ შევისყიდეთ მარილი და თუ საჭირო გახდება, კვლავ შევისყიდით. მინდა ვუთხრა ბატონ გიას, რომ ზამთარი მხოლოდ სამი დღით არ არის და შესაძლოა, აღნიშნული ტექნიკის გამოყენება მარტშიც დაგვჭირდეს. მინდა დავარწმუნო მოსახლეობა, რომ ქუთაისის მერია იზრუნებს იმაზე, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული და დასუფთავებული. ასევე ვთხოვ "სპეციალური სერვისის" სამსახურებს, სხვა დროს როდესაც მოხდება მარილის დაყრა, ჯერ გია გოქაძეს გაასინჯონ, რომ ზედმეტი მარილი არ მოგვივიდეს",- განაცხადა ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული სამსხურის უფროსმა ზვიად ჯავახიამ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





11:02
16:29
16:27
13:32
13:09
















