|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თაბუკაშვილის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტების სამუშაოებისთვის გზა მეოთხედ გაიჭრა

ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე გზა მეოთხედ გაიჭრა. სამუშაოებს თურქული კომპანია „SMK“ ასრულებს. კომპანიის მიერ არასწორად შესრულებული სამუშაოები პროტესტის მიზეზი არაერთხელ გახდა. ამჯერად კომპანიას პარტია „თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე აკრიტიკებს. გოგი წულაიას განცხადებით, კომპანიის მირ უხარიხოდ შესრულებული სამუშაოების გამო ადგილობრივი მოსახლეობა ზარალდება.

„მეოთხედ გადაითხარა გზა. მეოთხედ მიმდინარეობს სამუშაოები და ალბათ, ბოლოც არ არის. როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს უმსგავსობა. ნუთუ ხელისუფლებას არ შეუძლია პასუხი მოსთხოვოს ხელმძღვანელობას? ჯერ ერთი, რომ ამდენი თანხა იხარჯება, მეორეც ადგილობრივი მოსახლოება ზარალდება. ვერ ახერხებენ თავისუფლად გადაადგილებას. მოვუწოდებ ცენტრალურ ხელისუფლებას, გააკონტროლონ რაც ხდება ქუთაისში და დაისაჯონ ის პირები, რომელთა უპასუხისმგებლობის გამოც ზარალდება ქალაქი“, - განაცხადა წულაიამ.

წულაიას პროტესტს ადგილობრივი მოსახლოებაც შეუერთდა. ადგილობრივების განცხადებით, მოსწონთ ინფრასტრუქტურის განვითარება, თუმცა თვლიან, რომ ეს მათი ნერვების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

„დასრულდება სამუშაობი, გვიხარია, მოვლენ და ისევ გადათხრიან, მეოთხედ გათხარეს, ხან უხარისხო მილები ჩაყარეს, ხანაც უხარისხოდ შესრულდა სამუშაოები და ვწუხდებით ჩვენ. რას ეძებენ, თუ ოქროს ეძებენ გვითხრან და ჩვენც მოვეხმარებით, თუ არადა დაასრულონ დროზე“-განაცხადა მამუკა ქაშიბაძემ.

ქუთაისში წყლის სისტების სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „SMK“ 87 მილიონიანი პროექტის ფარგლებში ასრულებს, არასწორად შესრულებული სამუშაოების გამო კომპანიის ხელმძღვანელობა შეიცვალა. რეგიონული განვითარების იმჟამინდელი მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი განმარტავდა, რომ ვერ მოხდებოდა კომპანიის შეცვლა, რადგან ეს სამუშაოების გაჭიანურებას გამოიწვევდა, თუმცა ადასტურებდა, რომ სამუშაოები წარმატებით გაგრძელდებოდა. მიუხედავად მინისტრის დაპირებისა, ქუთაისში წყლის ქსელის მოსაწესრიგებელი სამუშაოების გამო ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად ვერ სრულდება. მერიაში განამარტავენ, რომ კომპანიის მიერ დაწყებული სამუშაეობი მათი კომპეტენცია არ არის, კომპანიაში კი მომხდარზე განმარტებები არ კეთდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა