"თამამად აღვნიშნავ, რომ იმერეთს ყველაზე ძლიერი ჟურნალისტთა კორპუსი ყავს"
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე ჯურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
"მინდა საქართველოში მცხოვრებ ყველა ჟურნალისტს მივულოცო პროფესიული დღე. ჟურნალისტიკა–ეს არის ქვეყნის მეოთხე ხელისუფლება, თქვენ ქმნით საზოგადოებრივ აზრს და მინდა გისურვოთ ყველაზე მთავარი–ხალხის ნდობა, ნდობა კი სიმართლის გარეშე შეუძლებელია.
ამ პროფესიაში მნიშვნელოვანია ობიექტურობის შენარჩუნება და პირადი ინტერესებისგან გათავისუფლებაა, მხოლოდ ასე მიიღება ნამდვილი ჟურნალისტური პროდუქტი, რომელსაც რაიმე სახის ღირებულება გააჩნია.
წარმატებებს გისურვებთ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში. იყავით თავისუფლები, დამოუკიდებლები და მიუკერძოებლები. ასევე, ერთგულ და დიდ აუდიტორიას, ბევრ ექსკლუზივსა და ჯანსაღ გარემოში საქმიანობას გისურვებთ. მჯერა, რომ თქვენთან ერთად, თავისუფალი სიტყვის თქმით, ხელს შევუწყობთ დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას. თამამად აღვნიშნავ, რომ იმერეთის რეგიონს ყველაზე ძლიერი ჟურნალისტთა კორპუსი ყავს. თქვენი როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის განვითარების საქმეში. მე კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის და თითოეულს გისურვებთ საინტერესო საქმიანობას. პავივისცემით, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე", - ნათქვამია გუბერნატორის მილოცვაში.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















