|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თამამად ვიტყვი, ჩვენ პირნათელი ვართ ხალხის წინაშე - ბიძინა ივანიშვილი

თამამად ვიტყვი, ჩვენ პირნათელი ვართ ხალხის წინაშე. განაცხადა "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა  პარტიის სარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის ცერემონიაზე.
ივანიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვების 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. 
 
 
"ხელისუფლებას გაცილებით მეტი საქმე აქვს საკეთებელი,  ვიდრე ცრუ ბრალდებებზე რეაგირებაა. საბედნიეროდ, ხალხი ბრძენია და ყველაფერს კარგად ხვდება. და რაც მთავარია, საკუთარი თვალით ხედავს, როგორ მუშაობს "ქართული ოცნება". ჩვენ უკვე გავაკეთეთ ისეთი მასშტაბური პროექტები, რომელთა განხორციელებაც ბევრს არც კი სჯეროდა, ზოგიერთები კი ეწინააღმდეგებოდნენ მდარე და ვიწრო პარტიული ინტერესების გამო. მინდა იცოდეთ,  "ქართული ოცნება" კვალავაც გააგრძელებს საქმის კეთებას..
დარწმუნებული ვარ,  ჩვენ ისევე მოვიგებთ სიცრუეებთან და ხალხში ნეგატივის დანერგვის მცდელობასთან, როგორც ვაჯობეთ ზოგადსაკაცობრიო გამოწვევას კრიზისის ყველა ეტაპზე.
ხალხი კარგად ხედავს, რომ "ქართულმა ოცნებამ" შეძლო შეუქვევადი განვითარება. თამამად ვიტყვი, ჩვენ პირნათელი ვართ ხალხის წინაშე, ვაკეთებთ შესაძლებლობების მაქსიმუმს, რის საშუალებასაც  ჩვენი ეკონომიკა იძლევა. თუმცა, ისიც კარგად ვიცით, რომ ჯერ კიდევ შორს ვართ სასურველი შედეგისაგან. დარწმუნებული ვარ, კვლავ უპირობო გამარჯვებული გამოვალთ იმ პოლიტიკური კონკურენციიდან,  რომელმაც სულ რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად აიღო სტარტი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატად არჩილ თალაკვაძე დაასახელა. მმართველი გუნდი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის პრეზენტაციას  მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე მართავს.

 
 
 

ავტორი: ნიუპრესი