თამბაქოს მოხმარების გამო ქუთაისში რესტორანი დააჯარიმეს
„თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ მონიტორების ჯგუფმა ქუთაისში, ადგილობრივ კაფე-ბარებსა და რესტორნებში გუშინ ღამის რეიდი მოაწყვეს, რის შემდეგაც ერთი რესტორანი დაჯარიმდა.
„ოცი რესტორანი და კაფე-ბარი შევამოწმეთ. დრო ისე შევარჩიეთ, რომ ყველა ობიექტი მაქსიმალურად დატვირთული ყოფილიყო. კანონის დარღვევა მხოლოდ ერთგან დაფიქსირდა. რესტორნის შენობაში, სრულად დახურულ სივრცეში ეწეოდნენ. ადმინისტრაციის წარმომადგენლები ხედავდნენ კანონდარღვევის ფაქტს, მაგრამ მწეველებს ხელს არავინ უშლიდა, მეტიც, ამ პირობებში უპრეტენზიოდ ემსახურებოდათ რესტორნის პერსონალი. გამოვიძახეთ საპატრულო პოლიცია, რომელმაც რესტორანი, შესაბამისად მისი მეპატრონე კანონის მიხედვით ხუთასი ლარით დააჯარიმა. როგორც მონიტორინგის ჯგუფის მიერ გაირკვა, ქუთაისში თამბაქოს კონტროლის კანონს მხოლოდ საწყის ეტაპზე აპროტესტებდნენ. ძირითადად უკმაყოფილოებას ქალები გამოთქვამდნენ, რომელთაც მოსაწევად გარეთ გასვლა შეურაცხყოფად მიაჩნდათ,“ - აცხადებენ „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















