"თანამშრომლები გათავისუფლდნენ, რადგან მონიტორინგის ჯგუფი გაუქმდა"
"მადლიერების სახლის" ყოფილი თანამშრომლების პროტესტი საკრებულოს სხდომაზე გაჟღერდა.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიგა შუშანიამ განმარტა, რომ გათავისუფლებული თანამშრომლები წლების განმავლობაში მუშაობდნენ, ახლა კი შიმშილისათვის განწირული ბენეფიციარების დაცვას შეეწირდნენ. მისივე თქმით, რეორგანიზაცია 5 მარტს დასრულდა, თუმცა "მადლიერების სახლის" ხელმღვანელის მოთხოვნით, ახალი საშტატო ნუსხა 27 მარტს დამტკიცდა.
საკითხით დაინტერესდა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი, რომელიც საკრებულოს სხდომას ესწრებოდა. მარგველაშვილის თქმით, ის აუცილებლად მოახდენს საკითხის შესწავლას.
"მადლიერების სახლიდან" თანამშრომელთა გაშვება რეორგანიზაციით ახსნა ქუთაისის ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ. მან განმარტა, რომ რეორგანიზაცია კანონშესაბამისად მოხდა.
"თანამშრომლები გათავისუფლდნენ, რადგან მოხდა მონიტორინგის ჯგუფის გუქმება. ხარჯების შემცირებას მოითხოვდა ოპოზიციაც. ამ თანამშრომლების ფუნქციას წარმომადგენდა ის, რომ ბენეფიციართა განცხადებები შეემოწმებინათ, ამ საქმიანობას მერიის წარმომადგენლები შეითავსებენ და მოახდენენ ბენეფიცირთა მდგომარეობის შესწავლას", -განაცხადა ნინო თვალთვაძემ. მისი თქმით, რეორგანიზაცია, შესაძლოა, სამ თვეს გაგრძელდეს.
გათავისუფლებული თანამშრომლები გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















