როგორ მოხდება მერიის ახალი განყოფილების თანამშრომლების შერჩევა?
მერიაში მოქალაქეთა მისაღების განახლება იგეგმება. 2016 წლიდან საქმისწარმოების, მერიას მოქალაქეთა მიღების და არქივის წარმოების განყოფილების ფუნქციონირება დაიწყება, რომელიც ერთი ფანჯრის პრინციპით იმუშავებს. ქალაქის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, მერია ახალი თანამშრომლების მიღებას არ აპირებს. ახალი განყოფილების თანამშრომლების შერჩევა უკვე არსებული შტატიდან მოხდება.
"ბაზაზე მოქალაქეთა ათასობით წერილი შემოდის და იქმნება განყოფილება, რომელიც მოქალაქეებს უკეთ მოემსახურება. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ არცერთი ახალი თანამშრომელი არ გვეყოლება“,-განაცხადა შოთა მურღულიამ ჟურნალისტებტან საუბარში.
მოქალაქეთა მისაღები და კანცელარია ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე განთავსდება. იქ არსებული ტურისტული ცენტრი კი ყოფილი „მირზაანის“ შენობაში 2016 წლიდან გადავა. აღნიშნულის შესახებ დღეს საკრებულოს შემაჯამებელ სხდომაზე გახდა ცნობილი.
ავტორი: ხატია ბანძელაძე





16:29
16:27
13:32
16:29
















