"ტაქსის ძარცვის ფაქტებს რატომღაც არ ახმაურებენ, თუმცა ხშირია ჩვენზე თავდასხმა"
რამდენიმე დღის წინ მომხდარმა "ვისოლის" დაყაჩაღების ფაქტმა ქუთაისელი ტაქსის მძღოლები პანიკაში ჩააგდო. საღამო ხანს ისინი მგზავრებს სიფრთხილით არჩევენ. მათი თქმით, ქუთაისში მომრავლდა ყაჩაღობის ფაქტები, ამიტომ პრევენციისთვის ღამის საათებში გამოძახების გარეშე მგზავრები არ აჰყავთ.
"ტაქსის ძარცვის ფაქტებს რატომღაც არ ახმაურებენ, თუმცა ხშირია ჩვენზე თავდასხმა. ამის უამრავი ფაქტი და მაგალითი არსებობს. ჩემი მეგობარი და თანამშრომელი ერთი წლის წინ ყაჩაღებმა იმსხვერპლეს. რამდენიმე დღის წინ "ვისოლის" ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს, იმის წინ "პსპ" აფთიაქი. ეს რაც გახმაურდა, რაც არა, ვინ იცის კიდევ რამდენი ფაქტია ასეთი. თავს დაუცველად ვგრძნობთ და პრევენციისთვის საღამოს მგზავრებს სიფრთხილით ვარჩევთ",– ამბობს ქუთაისელი ტაქსის მძღოლი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა.
"ნიუპრესი" აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. შსს პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ორი დღის წინ მომხდარი "ვისოლის" დაყაჩაღების ფაქტზე ბრალდებულები ჯერ არ დაუკავებიათ, ამ დრომდე ოპერატიულ-სამძებრო და საგამოზიებო ღონისძიებები მიდმინარეობს. რაც შეეხება ტაქსისტების დაყაჩაღების ფაქტებს, მსგავსი შეტყობინება უწყებას არ მიუღია.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი





21:51
11:02
16:29
16:27
















