ტარიელ ხარხელაურმა ქუთაისის ციხეში პოეზიის საღამო გამართა
ქუთაისის N2 პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულებს საკუთარი შემოქმედება პოეტმა ტარიელ ხარხელაურმა გააცნო. მან სხვადასხვა თემაზე პატიმრების შეკითხვებს უპასუხა. ღონისძიების სტუმრებს მსჯავრდებულებმა პენიტენციურ დაწესებულებებში დაწერილი ლექსები წაუკითხეს და საკუთარი ხელით დამზადებული ნივთები გადასცეს.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე მიხეილ ზაზაშვილი, ქუთაისის მერის მოადგილე შალვა მშვილდაძე, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა




13:47
16:29
14:27
17:53
















