|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თათია დოლიძე ქუთაისში ახალგაზრდებთან შეხვედრას გამართავს

გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი, თათია დოლიძე 26 დეკემბერს ქუთაისში შეხვედრას ახალგაზრდებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართავს.ღონისძიება ქუთაისის მერიის შენობის სხდომათა დარბაზში, 12:00 საათზეა დაგეგმილი.  შეხვედრაზე საუბარი იქნება  პრობლემებზე, რომლებიც ახალგაზრდებს აწუხებთ. 

თათია დოლიძე რეგიონებში ახალგაზრდებთან შეხვედრებს პერმანენტულად ახორციელებს და მათ პრობლემებს გაეროში წარადგენს.

საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენლის მანდატი თათია დოლიძეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ „ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, გაერო-ს მიერ მიღებული რეზოლუციის საფუძველზე მიენიჭა.

პროგრამა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით ფინანსდება და ხორციელდება.

 

ავტორი: ანუკა ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა