|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავისუფალი ზონის" წევრებმა ქუთაისის პროკურატურასთან აქცია გამართეს

"თავისუფალი ზონის" წევრებმა ქუთაისის  პროკურატურასთან აქცია გამართეს. ისინი ირაკლი  კირკიტაძის  გათავისუფლებას მოითხოვენ.  მათი თქმით, კირკიტაძე პოლიტპატიმარია და  სასწრაფო უნდა მოხდეს მისი გათავისუფლება. აქციაზე  იმყოფებოდნენ   ციხიდან  ახლადგათავისუფლებული "თავისუფალი ზონის" წევრები;  ნიკა ნარსია და მირიან დეისაძე.  

მათი განცხადებით. ისინი მხარს უჭერენ კირკიტაძეს და მანამ მოაწყოვენ აქციებს, სანამ მის გათავისუფლებას არ მიაღწევენ.

შეგახსენებთ,  სამართალდამცავებმა ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, დავით კირკიტაძის ძმა, ირაკლი კირკიტაძე რამდენიმე დღის წინ დააკავეს. მას ბრალად ედება სსსკ 120-ე, 151-ე და 239-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული, რაც, შესაბამისად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას, მუქარას და ხულგინობას გულისხმობს.
.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა