|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"თავისუფლებასთან წააგებთ"–პროტესტი ხვამლის მთიდან

"თავისუფლებასთან წააგებთ"– არასამთავრობო ორგანიზაციის "რუსეთი ოკუანტია" ქუთაისის წარმომადგენლებმა პერფორმანსი ხვამლის მთაზე მოაწყვეს, სადაც პლაკატი აიტანეს და ოკუპაცია და თბილისში განვითარებული მოვლენები ამ ფორმით გააპროტესტეს.

"დღეს თბილისში ტარდება "თავისუფლების მარში", ჩვენ ხვამლის მთიდან სოლიდარობას ვუცხადებთ მათ. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა უცვლელია, ჩვენ ვიბრძვით თავისუფლებისათვის და ადრე თუ გვიან ჩვენ მიზანს მივაღწევთ", - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა იმედა ონიანმა. 

თბილისსა და სხვა ქალაქებში აქციები შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით პერმანენტულად იმართება. 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა