|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისიდან ქუთაისის აეროპორტამდე რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლა დაიწყება

თბილისიდან ქუთაისის აეროპორტამდე რეგულარული სარკინიგზო მიმოსვლა დაიწყება. 

ამის შესახებ  რადიო “ფორტუნას” საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა დაჩი ცაგურიამ აცნობა.

მისი თქმით, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლების შედეგები, რომელიც ”დოიჩე ბანმა”(Deutsche bahn) შეადგინა დადებითია.

“ჯერ კონკრეტული დეტალები ცნობილი არ არის, თუმცა მთავარია რომ ამ პროექტის გაკეთება გადაწყდა. ქუთაისის აეროპორტი რკინიგზას დაუკავშირდება და კვლევის მიხედვით, ეს წამგებიანი პროექტი არ იქნება. ეხლა მიმდინარეობს მუშაობა თუ რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ჯერ ხარჯებიც არ არის დათვლილი”, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, რომელიც თბილისიდან 200 კილომეტრში მდებარეობს და საკვანძო მნიშვნელობა აქვს, ხელახლა 2012 წელს აშენდა და რეგიონში ერთადერთი საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც მომხმარებლებს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მომსახურებას სთავაზობს.

აეროპორტს 2,500 მეტრი სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გააჩნია და ერთდროულად  ერთდროულად 600 მგზავრის მომსახურება შეუძლია.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა