|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულებამ 30 ლარს მიაღწია

თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ღირებულება 30 ლარს მიაღწია, ამის შესახებ ინფორმაციას და ფაქტის ამსახველ ვიდეო კადრებს მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ. 

მათი ინფორმაციით, სადგურზე დასავლეთის მიმართულებით გამომგზავრების ათასობით მსურველია. გაზრდილ მოთხოვნას კი გადამზიდმა კომპანიებმა მომატებული ფასებით უპასუხეს.

შეგახსენებთ, შექმნილი სიტუაცია აღდგომის დღესასწაულს უკავშირდება. ჩვეულებრივ დღეებში მგზავრობის საფასური 10 ლარს შეადგენს.

 

ვიდეო: ონისე ჯანაშიას გვერდიდან

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა