|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისის, ქუთაისისა და ზუგდიდის უნივერსიტეტებმა პრეზიდენტს საჯარო ლექციის ჩატარებაზე უარი უითხრეს

 

 თბილისის,  ქუთაისისა და ზუგდიდის უნივერსიტეტებმა  პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს საჯარო ლექციის ჩატარებაზე უარი უთხრეს, - ამის შესახებ მედიისთვის სტუდენტური მოძრაობის თავისუფლებისთვის დამფუძნებლმა  ნიკო მანაგაძემ განაცხადა. 

„უარი უთხრეს პრეზიდენტს  რომ მოსულიყო უნივერსიტეტში  და საჯარო ლექცია გაემართა.  [პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან“ განცხადება გადაუგზავნეს და იქიდან ფორმალური არგუმენტით დაუბრუნეს უკან პასუხი, რომ კონდინციონერი არის გაფუჭებული...  თუმცა, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მითხრეს, მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა სხვა რეგიონებშიც - ქუთაისისა და ზუგდიდის უნივერსიტეტებში. ამიტომ, ეს ვერ იქნება ერთი რიგითი ფაქტი და შემთხვევითობა. ეს არის საერთო პოლიტიკის ნაწილი, დამოკიდებულების, რომელსაც ხელისუფლება იჩენს. ხელისუფლება დემონსტრაციულად ხელს უშლის პრეზიდენტის ნებისმიერ წამოწყებას და მცდელობას, რომ კომუნიკაცია ჰქონდეს სტუდენტებთან", - განაცხადა  ნიკო მანაგაძემ.

 

 

 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.45%
გაუარესდა - 52.94%
არ შეცვლილა - 12.61%
სულ - 119 ხმა