თბილისსა და ბათუმში პოლიციამ გუშინ 17 პირი დააკავა
თბილისსა და ბათუმში პოლიციამ გუშინ 17 პირი დააკავა.
ბათუმში დაკავებულია 8 პირი, მათგან ერთი არასრულწლოვანია. დაკავებულებს შორის არიან ელენე ხოშტარია , გიორგი კირთაძე და ლუკა ნაცვლიშვილი.
თბილისში რესტორან „ბაბილოსთან“ გამართული საპროტესტო აქციაზე პოლიციელებმა 9 პირი დააკავეს.
ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლებით არის დაკავებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
დაკავებულები ამ დრომდე იზოლატორებში რჩებიან.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 34.92%
გაუარესდა - 53.17%
არ შეცვლილა - 11.9%
სულ - 126 ხმა



21:35
16:01
















