|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისში 12 წლის გოგონას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო

თბილისში 12 წლის გოგონა  გუშინ,  გვიან ღამით გარდაცვლილი იპოვეს. გოგონას ოჯახი რამდენიმე საათის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა.

არსებული ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება. გოგონა უგონო მდგომარეობაში პეტრიწის ქუჩაზე მდებარე ძველ სკვერში ნახეს. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარებაც, თუმცა ბავშვის გადარჩენა ვერ შეძლეს. 

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

12 წლის მოზარდის  გარდაცვალების ფაქტზე  გამოძიებაა სს კოდექსის 109-ე,  განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. გოგონას ცხედარი ექსპერტიზაზეა გადაყვანილი. 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა