|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისში ბელორუსიის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

თბილისში ბელორუსიის საელჩოსთან საპროტესტო აქცია იმართება. „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ორგანიზებით აქციის მონაწილეები ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს აპროტესტებენ.


ბელარუსის პრეზიდენტმა „ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი“ დაარღვია. მოასწავებს თუ არა ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას, უცნობია.


როგორც ლუკაშენკომ აფხაზეთში ყოფნისას განაცხადა, წინა დღით პუტინთან ერთად აფხაზეთის პრობლემებს განიხილავდა და გადაწყვიტეს, რომ აფხაზეთს უნდა დაეხმარონ.
ლუკაშენკოს ვიზიტს ემთხვევა წვრთნები, რომელიც სოხუმის პორტში მიმდინარეობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა