|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თბილისში, პარლამენტის წინ რადიკალური ჯგუფები იკრიბებიან

რადიკალური ჯგუფები თბილისში პარლამენტის წინ იკრიბებიან. მათი განცხადებით,  არ დაუშვებენ "პრაიდის" ჩატარებას. 

მათ პარლამენტის წინ მიტანილი აქვთ პლაკატები უცხოეთის საელჩოების შეურაცმყოფელი წარწერებით. 

 ძალადობრივი ჯგუფების წევრები და მხარდამჭერები საპროტესტო აქციას რეგიონებიდანაც შეუერთდებიან.

ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები. 

გუშინ  სამართალდამცავებმა  ძალდობრივი ჯგუფების ლიდერები და წევრები მთაწმინდაზე გამართული აქციის დროს დააკავეს. დაკავებულია 26 პირი, მათ შორის "კონსერვატიული მოძრაობის" ლიდერები ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო.

აქციის ორგანიზატორების თქმით, დაკავებები მათ არ აშინებთ და პირიქით, კიდევ  უფრო აძლიერებთ.  

 

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა