|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაზე ქუთაისი წარადგინეს

ქუთაისის  მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების  2 თანამშრომელი - ნინო ჯუღელი და ნათია კობახიძე 2 დღიანი ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა. მათ მონაწილეობა მიიღეს   თელ-ავივის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენა-ბაზრობაში-  ,, IMTM 2016''.  გამოფენაზე 50 ქვეყნიდან ტურისტული ინდუსტრიის 1000-ზე მეტი კომპანია იყო წარმოდგენილი.

როგორც ქუთაისის მერიის პრესსამსახური აცხადებს, ვიზიტის ფარგლებში საერთაშორისო ტურისტული ბაზრისათვის მოხდა დეტალური ინფორმაციის მიწოდება, ქალაქ ქუთაისის ტურისტული პოტენციალის შესახებ და ასევე ვიზიტორებს გადაეცათ ქალაქის ინფორმაციული რუკები და ბროშურები. ქუთაისის წარმომადგენლები ასევე შეხვდნენ ჟურნალისტ ინგა მიქაელს, რომელიც უახლოეს მომავალში ონლაინ ჟურნალში "ვანდერ-ვორდ" გამოაქვეყნებს სტატიას ქუთაისის შესახებ.

ავტორი: ნიუპრესი