|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ტელე-რადიო კომპანია ”რიონი” რეიტინგის ოქროს მფლობელი გახდა

ტელე-რადიო კომპანია ”რიონი” რეიტინგის ოქროს მფლობელი გახდა. ტელეკომპანიას ჯილდო ნაციონალური ბიზნეს რეიტიგების კავშირმა "რეიტინგის ოქრო" დაქირავებულთა რაოდენობის და იმერეთის საწარმოებს შორის ფინანსური სამეურნეო საქმიანობის მიხედვით მიანიჭა.

კომპანიის დირექტორის თამარ ღვინიანიძის განცხადებით, ტელევიზია აღნიშნულ ნომინაციაზე გასულ წელსაც იყო ნომინირებული. ღვინიანიძე ტელეკომპანიის თანამშრომლებს ულოცავს წარმატებას და აცხადებს, რომ მიუხედავად სირთულეებისა, აქტიურად აგრძელებს საქმიანობას და იმედოვნებს, რომ 2016 წელი წარმატებული იქნება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი