|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თემურ ცამციშვილი: "ქუთაისის მერიის პასუხი ცინიკურია"

"ახალი პოლიტიკური ცენტრი- გირჩი''-ს ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელმა, თემურ ცამციშვილმა ბრიფინგი გამართა. ის  53 წლის დავით ჭულუხიძის დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვს. ცამციშვილი მოითხოვს, რომ სოციალურად დაუცველი დავით ჭულუხაძე იმ ადამიანთა სიაში მოხვდეს, რომელთათვისაც მერია 2016 წელს საცხოვრებელს ააშენებს. ის ასევე მერიის  განცხადებას სიცრუეს უწოდებს იმასთან დაკავშირებით, რომ ჭულუხაძეს მიმართვა არ ჰქონდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.

”რამდენიმე წელია, რაც ჭულუხაძე ღამეს ღია ცის ქვეშ ათევს.  წლებია, რაც აღნიშნულ პრობლემაზე დავით ჭულუხაძე მერიის შესაბამის სამსახურებს მიმართავს, მერიის პასუხი ცინიკურია, როცა  აცხადებს, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში მსგავსი შინაარსის მიმართვა არ შესულა. ჩვენ გვაქვს 5 წლის განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობისთვის მიწერილი წერილები და მათ მიერ გაცემული პასუხები,"- აცხადებს ცამციშვილი.

ცამციშვილის განცხადებით, არსებობს დასკვნა, რომელიც ადასტურებს, რომ ჭულუხაძის სახლის ნგრევა გაზის მაგისტრალის გაყვანასა და ხეების მოჭრას უკავშირდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით "ნიუპრესი"  ადგილობრივ თვითმმართველობას დაუკავშირდა, სადაც გაგვიცხადეს, რომ  ქუთაისის მერია  ამ პიროვნებას ერთჯერადად დაეხმარება.


,,ქუთაისის მერია ამ პიროვნებას ერთჯერადად დაეხმარება. არსებობს გარკვეული კრიტერიუმები და თუ ეს ადამიანი მას დააკმაყოფილებს, მიეცემა საცხოვრებელი ფართი,"-აცხადებს ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე.


 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი