თერჯოლა, ზესტაფონი და საჩხერე წარმატებულ მუნიციპალიტეტებად დასახელდა
იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა გუბერნატორს 2015 წელს შესრულერბული სამუშაოების ანგარიში წარუდგინეს. მუნიციპალიტეტებში ძირითადი აქცენტები მაინც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაკეთდა. გზები, გარეგანათება, ხიდები იმერეთის 12–მა მუნიციპალიტეტმა სწორედ არსებული პრიორიტეტების მოგვარებაზე იზრუნეს.
ხონის გამგებლის, ჯემალ მებუკეს განცხადებით, ყველაზე დიდი პროექტი, რაც ხონში წელს გაკეთდა, ქალაქის გაზიფიცირებაა.
"ჩვენ ამ პროექტს საუკუნის პროექტი დავარქვით, წელს მოხდა მთელი ქალაქის გაზიფიცირება. რაც შეეხება სოფლებს, ეს პროექტი გრძელდება. წელს ასევე გარემონტდა ხონის თეატრი, მოწესრიგდა გზები",–განაცხადა მებუკემ.
იმერეთის გუბერნატორმა წარმატებულ მუნიციპალიტეტებზე ისაუბრა. მან წარმატებულ მუნიციპალიტეტებად თერჯოლა, ზესტაფონი და საჩხერე დაასახელა.
"მოვისმინეთ შერულებული სამუშაოების ანგარიში, მეტ-ნაკლებად კარგი წელი იყო. სამუშაოების კარგი შესრულება გვაქვს თერჯოლაში, ზესტაფონსა და საჩხერეში, თუმცა ცუდად არცერთი მუნიციპალიტეტი არ მუშაობს. რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მომავალშიც გაგრძელდება და გაცილებით მეტ პრობლემას მოვაგვარებთ", –განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.
დღესვე საგზაო დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოს ახალი ხელმძღვანელი წარადგინეს. აღნიშნული პოსტი მამუკა ცინცაძემ დაიკავა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





11:02
16:29
16:27
13:32
















