თერჯოლამ დისკოს ლეგენდას Boney-M უმასპიძლა
თერჯოლაში ლეგენდარული ჯგუფის Boney-M კონცერტი გაიმართა. მუსიკალური ღონისძიების ფარგლებში, Boney-M -ის განახლებულმა შემადგენლობამ, თერჯოლაში შეკრებილი საზოგადოებისთვის, ყველა ის კომპოზიცია გააჟღერა, რომლებიც ათწლეულებია ოქროს ჰიტებად იქცა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
აღსანიშნავია, რომ ჯგუფი Boney-M ჰიტებმა, 70-80 წლების ყველა მუსიკალური ჩარტი დაიპყრო და ისინი დღემდე ინარჩუნებენ ამ პოპულარობას სხვადასხვა თაობის მსმენელში.
თერჯოლაში დაუვიწყარ საღამოს ასობით ადგილობრივი და ჩამოსული სტუმარი ადევნებდა თვალს. ყველასთვის ნაცნობმა მუსიკამ და საყვარელმა სიმღერებმა ერთი განსაკუთრებული და დასამახსოვრებელი მუსიკალური საღამო აჩუქა მსმენელს.
კონცერტი ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლების ფინანსური მხარდაჭერით და თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ჩატარდა.
ავტორი:
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 25%
არა - 75%
არ ვიცი - 0%
სულ - 4 ხმა