|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

თერჯოლაში 111 წლის ქალბატონს ქალთა დღე მიულოცეს

 იმერეთის  უხუცესი ქალბატონი 111 წლის ქსენია დევიძე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ თერჯოლაში ცხოვრობს.

ქალბატონს ქალთა დღე იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ, პაატა ნადირაძემ  და თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ქოჩიაშვილმა მიულოცეს და სარვამარტო ნობათი გადასცეს.

ქსენია დევიძეს 6 შვილი ყავს.  ქალბატონი უკვე ხუთ თაობას მოესწრო და  დღემდე საოცარი მეხსიერებით გამოირჩევა.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა